Georgian KA English EN Russian RU

Statia.Ge

ინტერნეტ გაზეთი

View our latest offers
პოლიტიკა

ოპოზიცია 25 ნოემბერს საპროტესტო აქციას, 26 ნოემბერს კი, პარლამენტის პიკეტირებას გეგმავს

თბილისში, 25 ნოემბერს, საპროტესტო აქცია, 26 ნოემბერს კი, პარლამენტის პიკეტირება იგეგმება. ოპოზიციისა და აქციის ორგანიზატორების სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განცხადებები პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გაკეთდა.

როგორხ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი აცხადებს,  პროპორციული არჩევნების მოთხოვნა უცვლელად რჩება.

„შეიძლება, ჩვენ არ ვიყავით  გუშინ გამარჯვებული, მაგრამ ვდგავართ და ვიდგებით იმ აზრზე, რომ პროპორციული არჩევნები არის გარდაუვალი აუცილებლობა ამ ქვეყნისთვის, რომელსაც არ დავთმობთ. ვინაიდან ინგლისურისა და კომპიუტერის  მცოდნე ხალხი აღარ დაგრჩათ, ჩვენვე შემოგთავაზეთ გერმანული მოდელი, რომელიც აბსოლუტურად ზის კონსტიტუციაში და ჩვენ პროპორციულ, სამართლიან არჩევნებს, აუცილებლად უზრუნველვყოფთ. ორშაბათს იქნება აქ ძალიან დიდი შეკრება, ისევ გაკეთდება პიკეტი და ისევ მოგიწევს, დაშალო“, – განაცხადა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას შოთა დიღმელაშვილმა.

მისი თქმით, პიკეტი ყოველ კვირაში მოეწყობა და პარლამენტის სესია არ შედგება.

„ორშაბათს, შვიდ საათზე, იქნება ძალიან დიდი აქცია. ჩვენ, მშვიდობიანი, არაძალადობრივი ფორმით მოპროტესტე მოქალაქეები და მათთან ერთად პოლიტიკური პარტიებიც, ყველა, მინუს ბიძინა ივანიშვილი, ერთად ერთის წინააღდეგ, ჩვენ ყველა უნდა გაგვწიონ, როგორც გაგვწიეს, კიდე მოიყვანონ ის წყლის მანქანა, გამოიყვანონ ისევ პოლიციელები. ასეთ წნეხს იგი მთელ წელი ვერ გაუძლებს და თუ გაუძლებს, მაშინ რა მოდელიც არ უნდა იყოს, იმ მოდელს წააგებს. ყოველ კვირას სიცოცხლეს გაგიმწარებთ“, – განაცხადა აქციაზე შოთა დიღმელაშვილმა.