Statia.Ge

ინტერნეტ გაზეთი

View our latest offers
ბიზნესი პოლიტიკა

საქართველო-თურქეთი საბაჟო პროცედურების გამარტივებაზე შეთანხმდნენ

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო და თურქეთი საბაჟო პროცედურების გამარტივებაზე შეთანხმდნენ. უწყების განცხადებით, გადაწყვეტილება მხარეებმა თურქეთში გამართული ეკონომიკური კომისიის სხდომაზე მიიღეს.

ჯერ უცნობია რა იგულისხმება გამარტივებაში, თუმცა მინისტრნათია თურნავას განცხადებით, ქართული მხარე ატარებს რეფორმას, რათა უცხო ქვეყნებიდან მომავალი სატვირთო მანქანების საბაჟო კონტროლი მინიმუმამდე შემცირდეს და ამავე დროს, არც გადამზიდავი დაზარალდეს.

“საქართველოში არაერთი სატრანსპორტო დერეფანი გადის… ჩვენი მიზანია და რაც მთავარია, ამაში თურქეთის მხარეც მხარს გვიჭერს, რომ ჩვენი ქვეყნის საბაჟოებზე გადამზიდავებმა მინიმალური თანხა და დრო დახარჯონ”, — განაცხადა თურნავამ.

კომისიის სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება ორი კვირის წინ საქართველოსა და თურქეთის ლიდერებმა, გიორგი გახარიამ და რეჯებ ტაიპ ერდოღანმა მიიღეს. კომისიის სხდომაში, რომელიც 2005 წლის სექტემბრის შემდეგ არ შეკრებილა, მონაწილეობა მიიღეს ორი ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა