Statia.Ge

ინტერნეტ გაზეთი

View our latest offers
კანონი და სამართალი პოლიტიკა

7-დღიანი პატიმრობა ზუკა ბერძენიშვილს – მოსამართლემ გადაწყვეტილებები გამოაცხადა

მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა 18 ნოემბერს დაკავებულთა საქმეების ნაწილზე გადაწყვეტილებები გამოაცხადა.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, ზუკა ზუკა ბერძენიშვილის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს; ბექა ბასილაიას – 13-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა; ელგუჯა ბაგრატიონს – 12-დღიანი პატიმრობა; გურამ მჭედლიშვილს და გიორგი ბუნტურს 5-დღიანი პატიმრობა; ელგუჯა ბაგრატიონი 1000 ლარით დააჯარიმეს.

18 ნოემბერს მიტინგზე დაკავებული 37 პირიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ვალერიანე ფილიშვილმა კიდევ 8 ადამიანის პროცესი გადადო.

ამ დროისთვის სულ 25 პირის სასამართლო პროცესი არის გადადებული.

მოსამართლე საქმეების განხილვას ცალ-ცალკე აპირებს.

პროცესების გამართვის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

20 ნოემბერს მოსამართლემ საპროტესტო აქციაზე დაკავებული აქტივისტები გადაწყვეტილების მიღებამდე გაათავისუფლა.

შსს-ს ცნობით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული შესაძლო სამართალდარღვევისთვის 18 ნოემბერს სულ 37 პირი დააკავეს.

18 ნოემბერს პიკეტირებული პარლამენტის შენობის გათავისუფლების მიზნით საპოლიციო ძალებმა მომიტინგეები წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. სწორედ, ამ დროს დააკავეს 37 ადამიანი.

მომიტინგეები აპროტესტებენ პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დაპირების შეუსრულებლობას. პარლამენტმა ჩააგდო დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის თანახმად, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდებოდა.