Statia.Ge

ინტერნეტ გაზეთი

View our latest offers
პოლიტიკა საზოგადოება

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება – კარასინი აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ

“მიმდინარე წლის დეკემბრის შუა რიცხვებში, თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება, რაც რუსეთსა და საქართველოს ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს”, – ამის შესახებ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა გრიგორი კარასინმა რია-ნოვოსტის ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

“ვიმედოვნებთ, კულტურული ხასიათის ღონისძიებები რუსების მონაწილეობით, ინციდენტების გარეშე ჩაივლის”, – იმედი გამოთქვა კარასინმა.

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინს 28 ნოემბერს პრაღაში შეხვდა. ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ქართული მხრიდან, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი უნდა ყოფილიყო.

წყარო: ნეტგაზეთი