Statia.Ge

ინტერნეტ გაზეთი

View our latest offers
პოლიტიკა

ცესკოს თავმჯდომარის შემოსავალმა 1 იანვრიდან დღემდე (5 თვეში) 62 789 ლარს მიაღწია, თამარ ჟვანიას ხელფასი საარჩევნოდ 8 500 ლარიდან 17 ათას ლარამდე გაიზარდა

ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას შემოსავალმა მიმდინარე წლის 1 იანვრიდან დღემდე (5 თვეში) 62 789 ლარს მიაღწია. (იგულისხმება დარიცხული თანხა). აღნიშნული თანხიდან 2,741.90 ლარი მარტის თვეში მიღებული დანამატია, ხოლო დანარჩენი თანამდებობრივი სარგოა.

როგორც ცესკოს მიერ საინფორმაციო პორტალ “მხარესთვის” მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თამარ ჟვანიას ყოველთვიური შემოსავალი არასაარჩევნო პერიოდში (იანვარი, თებერვალი) 8 500 ლარი იყო, ხოლო საარჩევნო პერიოდში 9 048 ლარიდან 17 000 ლარამდე გაიზარდა.

თამარ ჟვანიას, მიმდინარე წლის მანძილზე პრემია არ აუღია.

რაც შეეხება სამივლინებო ხარჯებს – თამარ ჟვანია, 2019 წლის მანძილზე 5-ჯერ იმყოფებოდა მივლინებაში, ორჯერ საზღვარგარეთ (ავსტრია, უკრაინა), ხოლო სამჯერ ქვეყნის შიგნით (თელავი, ბათუმი, ბოლნისი-ახალციხე-ქუთაისი-ბათუმი-სენაკი). სამივლინებო ხარჯებმა საზღვარგარეთ  4 018 ლარი შეადგინა, ხოლო ქვეყნის შიგნით – 470 ლარი. აღნიშნული თანხები მოიცავს, როგორც ყოველდღიურ, ასევე სასტუმროს და მგზავრობის თანხებს.

გასული წლის 24 დეკემბერს, თამარ ჟვანია,  ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ 5 წლის ვადით ხელმეორედ აირჩიეს. ეს იყო პირველი შემთხვევაა, როდესაც ცესკოს თავმჯდომარე მეორე ვადით დაინიშნა.

Show Buttons
Hide Buttons