„ლავროვი რამდენიმეჯერ არის ჩასული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დარღვეული აქვს საქართველოს კანონი “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” და ექვემდებარება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა ან 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა. არაერთგზის ჩადენილი იგივე ქმედება კი 3-დან 5 წლამდე პატიმრობით ისჯება.
ამ დროს კი ზურაბიშვილი ამბობს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის მიუხედავათ მაინც მზად ვართ დასახვედრათო )) ისმის კითხვა: მაშ რაღა საჭიროა კანონები თუ მას ჩვენივე პრეზიდენტი არაფრად აგდებს… სხვას რა უნდა მოვთხოვოთ როცა ჩვენი ქვეყნის “მთავარსარდალი” არ სცემს პატივს ამ კანონს და ფეხქვეშ თელავს მას!!“
თორნიკე დარბაისელი