Statia.Ge

ინტერნეტ გაზეთი

View our latest offers
საზოგადოება

ჯერჯერობით გადავრჩით – ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ჩინელებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ

არსებობს თუ არა საქართველოში კორონა ვირუსის გავრცელების საფრთხე. ჩინეთის 9 მოქალაქე, მათ შორის 2 არასრულწლოვანი, გუდაურიდან თბილისში გადმოიყვანეს.  მათ შესაბამისი კვლევები ინფექციურ საავადმყოფოში ჩაუტარდათ. ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ჩინეთის მოქალაქეები საქართველოში აზერბაიჯანის გავლით შემოვიდნენ.  როგორც მედიკოსები აბობენ, ტყუპებს “ა” ტიპის ვირუსი აქვთ და კორონა ვირუსის საფრთხე გამოირიცხა. 

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას ასევე,   24 წლის ქართველი  მამაკაცი გადის, რომელიც ჩინეთიდან დაბრუნდა და ტემპერატურის მომატება აღენიშნება. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, პაციენტი ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული, თუმცა კორონა ვირუსი არც მას დაუდგინდა.

ცერცვაძე ამბობს, რომ ასევე ინფექციურ საავადმყოფოში  ქალბატონი შემოიყვანეს და მისი მცირეწლოვანი შვილი. ქალს მაღალი ტემპერატურა აღენიშნება და ის თბილისის საერთაშორისო არეპორტიდან გადმოიყვანეს. ცინცაძე ამბობს, რომ ქლაბატონი უშუალოდ ქალაქ უხანში იმყოფებოდა, შემდეგ იმოგზაურა ტაილანდსა და დუბაიში. აიმტომაც ის ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული და შესაბამისი კვლევები უტარდება.

„მოიყვანეს  9 ჩინელი, რომლებიც ასევე აზერბაიჯანის გავლით შემოვიდნენ, ამ 9 ადამიანიდან ორს, ტყუპ ბავშვებს, აღენიშნება ტემპერატურის მომატება, შესაბამისად, არსებული რეკომენდაციებით, ეს ბავშვები მიჩნეული  ვირუსის შესაძლო შემთხვევად იყვნენ და ბოქსირებულ განყოფილებაში  მოთავსდნენ.

“მათ ყველა საჭირო გამოკვლევა ჩაუტარდათ. ბავშვებს  მხოლოდ “ა” ტიპის ვირუსი დაუდგინდათ და არა აქვთ კორონავირუსი. ასევე იგივე შეგვიძლია 24 წლის ქართველ მამაკაცზეც განვაცხადოთ. დანარჩენ სხვა ჩინეთის მოქალაქეებსაც მხოლოდ სეზონური ვირუსი აქვთ. თუმცა ახლა დაკვირვების ქვეშ გვყავს ქალბატონი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შემოიყვანეს. მას აქვს მაღალი ტემპერატურა და უშალოდ უხანში იმყოფებოდა. ამიტომაც მასზე განსაკუთრებული დაკვირვება ხდება. თუ კორონავირუსი გამოირიცხა, ისიც  ჩვეულებრივ მკურნალობას ჩაიტარებს,”- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, პანიკის საფუძველი არ არსებობს. მიუხედავად ამისა, ქვეყანა ყველა შესაძლო სცენარისთვის მზად არის.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური  დირექტორის მოადგილე  პაატა იმნაძე იმ ადამიანებს,  ვინც ჩინეთი ორი კვირის მანძილზე დატოვა და ტემპერატურა დაუფიქსირდა, რეკომენდაციებს აძლევს.

“ვინც ჩინეთში იმოგზაურა, 2 კვირის მანძილზე დატოვა ის ქვეყანა და ამის შემდეგ განუვითარდა ხველა და მაღალი ტემპერატურა, მათ აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე გასასვლელთან ჩინეთიდან მომავალ მგზავრებს ხვდებიან და დისტანციურად ხელის სკანერით სინჯავენ,” – განაცხადა  იმნაძემ.

რისკებისა და მზადყოფნის რეაგირების სამმართველოს უფროსი  ანი კასრაძე კი აღნიშნავს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, ე.წ რეაგირების სიტუაციების ოთახი მოეწყო.

“ცენტრში ამ პერიოდის განმავლობაში მოეწყო ე.წ რეაგირების სიტუაციების ოთახი, ჩვენს ეპიდემიოლოგებსა და სწრაფი რეაგირების ჯგუფებს აქვთ შესაძლებლობა, ერთი სივრციდან მართონ სიტუაცია,” – აღნიშნა რისკებისა და მზადყოფნის რეაგირების სამმართველოს უფროსმა, ანი კასრაძემ.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, რომლეებიც ვირუსის გავრცელების ეპიცენტრში ქალაქ უხანში იმყოფებიან, მათ ევაკუაციას თურქეთი უზრუნველყოფს. ამის შესახებ ინფორმაცია თურქულ მედიაში ვრცელდება.

სპეციალური თვითმფრინავი კაისერის სამხედრო აეროპორტიდან დღეს გაფრინდა. თვითმფრინავი აღჭურვილი იქნება შესაბამისი სამედიცინო პერსონალით და აპარატურით. თურქეთის 34 მოქალაქესთან  ერთად ჩინეთიდან გამოიყვანენ საქართველოს 7, აზერბაიჯანის 7 და ალბანეთის 1 მოქალაქეს.

ჩინეთიდან მოქალაქეების ევაკუაციის ოპერაციას “ქოჯა იუსუფი” უწოდეს.

29 იანვრის მონაცემებით კორონავირუსისგან 103 ადამიანია გამოჯანმრთელებული. საქართველოს ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ამის შესახებ ცნობებს ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.

ვირუსმა იმსხვერპლა 170 ადამიანი. BBC წერს, რომ კორონავირუსი ჩინეთის ყველა რეგიონში დაფიქსირდა, მათგან ბოლო ტიბეტი იყო.

ჩინელი ექიმების ინფორმაციით, ქვეყანაში, 29 იანვრის მონაცემებით, 7 711 ადამიანია დაავადებული. ინფექცია სულ მცირე 15 სხვა ქვეყანაშია გავრცელებული.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში დღეს კვლავ შეხვედრებია.

“ბოლო დღეების განმავლობაში ვირუსის გავრცელებამ და ადამიანიდან ადამიანზე გადაცემამ შეგვაშფოთა,” – განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმატედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

მან დაასახელა გერმანია, ვიეტნამი და იაპონია, სადაც დაავადება დაუდგინდათ ადამიანებს, რომლებიც ჩინეთში არ ყოფილან.

კორონავირუსით ჩინეთში ახლა უფრო მეტი ადამიანი დაავადდა, ვიდრე 2000-იანი წლების დასაწყისში გავრცელებული SARS-ით, თუმცა გარდაცვლილთა რაოდენობა ახლა ბევრად ნაკლებია.

%d bloggers like this: