Statia.Ge

ინტერნეტ გაზეთი

View our latest offers
კანონი და სამართალი პოლიტიკა

სუბარი: მოსწავლეები კლავენ და თავს იკლავენ ფინეთში, აშშ-ში, სისტემა ყოველთვის ვერ იმუშავებს

მსგავსი ტიპის დანაშაული, ახალგაზრდების მიერ ჩადენილი დანაშაულები, სუიციდები ხდება ყველგან. ჩვენ რომ გადავხედოთ, იგივე აშშ-ში, დემოკრატიაც არის, პოლიციაც უმაღლეს დონეზე მოქმედებს და რავიცი, სოცალური ინსტიტუტებიც, ფსიქოლოგიური სამსახურებიც, ყველაფერი არის მართლა უმაღლეს დონეზე, მაგრამ წელი არ გავა, რომ არ მოხდეს რაღაც ისეთი ტრაგედია, როდესაც რომელიმე სკოლის მოსწავლე შედის სკოლაში, კვდება ათეულობით ადამიანი, შემდეგ ეს სუიციდით ამთავრებს… რამდენიმე წლის წინ მსგავსი შემთხვევა იყო გერმანიაში, კიდევ რამდენიმე წლის წინ მსგავსი შემთხვევა იყო ფინეთში, რომლის განათლების სისტემაც აღიარებულია, როგორც მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო. 15 ბავშვი გერმანიაში მოკლა თანატოლმა, 8 ბავშვი და 1 პედაგოგი ფინეთში და ორივე შემთხვევაში სიუციდით დაამთავრა. რატომ მომყავს ეს მაგალითები – ამ შემთხვევაში “სისტემამ ვერ იმუშავა”, შეიძლება, კი იყოს სწორი შეფასება, მაგრამ სისტემა ყოველთვის ვერ იმუშავებს, რადგან შეუძლებელია, ყველაფერი ზუსტად გათვალო და რაღაცა არ გაგვეპაროს.ამ ბავშვთან დაკავშირებითაც, მე არ ვიცი, რა მოხდა პოლიციაში ჯერ, რადგან გამომძიებელს ბრალი აქვს წარდგენილი, ე.ი, გარკვეული საფუძველი ამას ჰქონდა, მაგრამ წარწერა “ამ ცხოვრების დედაც” და სხვა წარწერები გაკეთდა მანამდე, ხო? სანამ პოლიციაში დაიბარებდნენ, პირიქით, სწორედ ამ წარწერების გაკეთებას მოჰყვა მისი პოლიციაში დაბარება, აი, რამ არ იმუშავა ამ დროს? განათლების სისტემამ? სკოლამ? სკოლის დირექციამ? საზოგადოებამ? სად დავუშვით ეს შეცდომა?

პრემიერმინისტრის მრჩეველი, ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი იმედის ეთერში, 15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობის საქმეზე. მოზარდი პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ მეცხრე სართულიდან გადახტა. მისი გარდაცვალების შემდეგ, ჩვენების იძულების ბრალდებით დააკავეს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი.

წყარო: tabula.ge

Show Buttons
Hide Buttons