Statia.Ge

ინტერნეტ გაზეთი

View our latest offers
ბიზნესი

Apple-მა ახალი დაბალბიუჯეტიანი iPhone SE ოფიციალურად წარადგინა

Apple-მა ოფიციალურად წარადგინა ახალი დაბალბიუჯეტიანი iPhone SE, რომლის ფასი 399 დოლარიდან იწყება. ახალ iPhone-ს iPhone 8-ის ფორმა აქვს.

როგორც კომპანიაში აღნიშნეს, წინასწარი შეკვეთის გაკეთება 17 აპრილიდან იქნება შესაძლებელი. 64 GB-იანი მოდელის ფასი 399 დოლარს შეადგენს, 128GB-იანი – 449 დოლარი, ხოლო 256GB-იანი მოდელის ფასი კი 549 დოლარია. ახალი iPhone-ი სამ ფერში იქნება წარმოდგენილი: შავი, თეთრი და წითელი.

iPhone 8-სგან განსხვავებით ახალ მოდელს უკეთესი კამერა და პროცესორი აქვს.

წყარო იმედინიუსი