Statia.Ge

ინტერნეტ გაზეთი

View our latest offers
საზოგადოება

თბილისის ინფექციური კლინიკის სამი ახალი პაციენტიდან ერთის ინფიცირების წყარო მარნეულს უკავშირდება, ორზე კი, მოკვლევა მიმდინარეობს

თბილისის ინფექციურმა კლინიკამ დღეს კორონავირუსით ინფიცირებული სამი ახალი პაციენტი მიიღო, შესაბამისად კლინიკაში ამ დროისთვის 40 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

ამის შესახებ ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

რაც შეეხება ახალი პაციენტების ინფიცირების წყაროს, ეზუგბაიას თქმით, ერთი მარნეულს უკავშირდება, ორთან მიმართებაში კი, კვლევა მიმდინარეობს.

„დღეს სამი პაციენტი მივიღეთ. დილით ჩვენს ცენტრს 37 დადასტურებული შემთხვევა ჰქონდა, სამი პაციენტი მივიღეთ. ერთი წყარო არის მარნეულიდან, ორი პაციენტის წყაროს კვლევა წარმოებს და ალბათ, შემდეგ გახდება ცნობილი. ამ ეტაპზე, კლინიკაში 40 დადასტურებული პაციენტი გვიწევს“, – განაცხადა ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა.

მან განმარტა, რომ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 340 დადასტურებული შემთხვევიდან 89 თბილისის ინფექციური კლინიკის პაციენტია, ასევე, ამავე კლინიკაზე მოდის 50 გამოჯანმრთელებული.

გამოჯანმრთლებულიც შეგვემატა და უკვე 50 გამოჯანმრთელებული გვყავს, რაც საკმაოდ სასიამოვნოა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.