Statia.Ge

ინტერნეტ გაზეთი

View our latest offers
საზოგადოება

პატარა გოგონას, რომელიც მიხეილ სააკაშვილს დახმარებას სთხოვდა “ახალი ლიდერების ინიციატივა” დაეხმარა

ქართულ-ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალი ლიდერების ინიციატივა” ,მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერით აქტიურად აგრძელებს მძიმე ეკონომიკურ ვითარებაში დარჩენილი მოქალაქეების დახმარებას. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო,სადაც შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახის პატარა წევრი დახმარებას სთხოვს საქართველოს მესამე პრეზიდენტს. ახალი ლიდერების ინიციატივა ესტუმრა ბათუმში, კერძოდ ოცნების ქალაქის დასახლებაში მცხოვრებ ვიდეო მიმართვის ავტორს, პატარა გოგონას და გაუწია დახმარება სასურსათო პაკეტებით.

შეგახსენებთ რომ NLI აჭარის ორგანიზაციის წევრებმა დღეს 50 ზე მეტ ოჯახს დაურიგეს.

“ახალ ლიდერთა ინიციატივის” წარმომადგენლება დღეს მოინახულეს თელავში 73 წლის მიშა პაპა რომელიც 3000 ლარით დააჯარიმეს ბზობას, მას ახალგაზრდებმა საკვები და საჭირო მედიკამენტები მიუტანეს ასევე NLI ის წარმომადგენლებმა შეიძინეს 300 ლარის ოდენობის ტიტები მიშა პაპასგან, რომლებიც გადაეცემა საავადმყოფოსა და სასურსათო მაღაზიებში მომუშავე პერსონალს.

როგორც ” ახალ ლიდერთა ინიციატივის ” წევრები აცხადებენ საქველმოქმედო აქციები კვლავ გაგრძელდება წინაასაღდგომოდ ორგანიზაციის მენეჯერმა ლიზი სიხარულიძემ სოციალუ ქსელ ფეისბუკში დაწერა რომ მათ შეიძინეს 50 გაჭირვებული ოჯახისთვის პირველადი მოხმარების საკვები. NLI მადლობას უხდის მაღაზიათა ქსელ JIBE Cash & Carry , როგორც ორგანიზაციის წევრები წერენ ფეისბუკის მეშვეობით, როდესაც ამ კომპანიის მენეჯერმა გაიგო, რომ ეს საკვები ახალგაზრდებს საქველმოქმედო მიზნისთვის უნდოდათ მათ ფასდაკლება გაუკეთა.

 

paqtebi.ge