Statia.Ge

ინტერნეტ გაზეთი

View our latest offers
საზოგადოება

რუსთავში მშობიარე ცოლს ქმარი ველოსიპედით მისდევდა

რუსთავში მშობიარე ცოლს ქმარი ველოსიპედით მისდევდა. ამის შესახებ ინფორმაციას InfoRustavi ავრცელებს.

მიზეზი კი საგანგებო მდგომარეობის პირობებით გამკაცრებული წესები და ავტომობილით გადაადგილების აკრძალვა გახდა.

სააგენტოს ინფორმაციით, რუსთავში, XX მიკრორაიონში, 28 წლის ქალს მშობიარობა დაეწყო. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. იმის გამო რომ ქმარი ავტომობილით გადაადგილებას ვერ ახერხებდა გადაწყვიტა სასწრაფოს ველოსიპედით გაჰყოლოდა.

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდა ქალი რუსთავის სამშობიარო სახლში მიიყვანა სადაც მას საკეისრო კვეთა გაუკეთეს. წყვილს ბიჭი შეეძინა.