Statia.Ge

ინტერნეტ გაზეთი

View our latest offers
საზოგადოება

“ბატონო პრემიერო, “პალიტრა L”-ი კუთვნილ ხელფასს არ მიხდის!”

მწერალი, ია კარგარეთელი, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნის “სხვა უდაბნოს საიდუმლო” ავტორი, სოციალური ქსელით, პრემიერ, გიორგი გახარიას მიმართავს და დახმარებას სთხოვს:

“მოგესალმებით, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული მომენტი მაქვს ამ წუთას, მსგავსი ნაბიჯი არასოდეს არ გადამიდგამს, თუმცა იძულებული გავხდი, რომ ამაზე საჯაროდ ვისაუბრო. ახლა, ამ წუთას ვიმყოფები სახლში, რომელიც მე არ მეკუთვნის, მოკლდე რომ ვთქვათ, იმისათვის, რომ ამ ბინის ფული გადავიხადო დედაჩემი 10 წელია წასულია ემგრაციაში და წესიერად არ მინახავს წლებია უკვე. სავარაუდოდ კიდევ 10 წელი ვერ ვნახავ, იმის გამო, რომ სახლი არ დავკარგოთ.

ახლა რაც შეეხება კომპანია “პალიტრა ლ”-ს და ჩემ ურთიერთობას. დღეს მაქვს სიტუაცია, როდესაც კომპანია თებერვლის ხელფასსაც კი სრულად არ მირიცხავს აპრილის თვეში, როდესაც კომპანია სრული დატვრითვით მუშაობდა მარტის შუა რიცხვებამდე და ბუღალტერსაც კი გამოგზავნილი აქვს თებერვალში გაყიდული წიგნების რაოდენობა.

ახლა რაც შეეხება კომპანია პალიტრას ფინანსურ შესაძლებლობებს:

პალიტრა ფლობს 15 ინტერნეტ პორტალს,რამდენიმეს დავასახელებ:

ინტერპრეს ნიუსი; ბიპიენი; ამბები.ჯი; კვირისპალიტრა.ჯი; მარაო.ჯი; ავტობილდ. ჯი; და ა.შ

ასევე: რადიო პალიტრას, ტელევიზიას „პალიტრა ნიუს“, ელექტრონული კომერციის 4 პორტალს: ჰოთსაილ ჯი; ლეადერსლანდ ჯი;

წიგნების გავრცელების სერვისებს : „პალიტრა ლ“, „ბიბლუსი“, „ელვა.ჯი“; ასევე სარეკლამო სააგენტოს: ედლაინ ჯი;

თქვენ თვითონ განსაზღვრეთ ამ კომპანიის ფინანსური შესაძლებლობები ამ სიტუაციაშიც კი.

რაც შეეხება კიდევ თავად პალიტრა ელთან ურთიერთობის მქონდე პირს, ანუ მე, დღემდე არ ამიღია თებერვლის თვის ხელფასი, თანაც გაითვალიწინეთ, რომ “სხვა უდაბნოს საიდუმლო” საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი წიგნია უკვე მესამე წელია.

მე ვნახე პრემიერის განცხადება სადაც ამბობდა, რომ კომპანიებს უნდა აეღოთ პასუხისმგებლობა და არ უნდა უკუეგდოთ ნაკისრი ვალდებულებები. იმედია, ეს მიმართვა გამოიღებს შედეგს და კომპანია “პალიტრა ლ” -იც დაუბრუნდება პასუხისმგებლობის ჩარჩოებს.”