ინფექციის ახალი შემთხვევა – ანაკლიის საკარანტინო ზონაში მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დრომდე გამოკვლეულთა შორის ახალი კორონავირუსი კიდევ ერთ ქალს დაუდგინდა.
„საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში” აცხადებენ, რომ 2 საეჭვო ანალიზზე განმეორებითი ნიმუშების აღება ამ წუთებში მიმდინარეობს.
„ეს ქალი 22 აპრილს სტამბოლიდან დაბრუნდა, რომელიც პირდაპირ საზღვრიდან საკარანტინო სივრცეში გადმოიყვანეს”, -ამბობენ ჯანდაცვის ცენტრში.
გუშინ აღებული ანალიზებიდან ორ ბავშვს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ისინი თბილისში გუშინ, ღამით გადაიყვანეს.ორივე ბავშვი თეთრიწყაროს კლასტერს მიეკუთვნება.