Statia.Ge

ინტერნეტ გაზეთი

View our latest offers
მსოფლიო

საოფისე საქმიანობა შესაძლოა სრულიად გაქრეს – მსოფლიოში გლობალური ცვლილებები იწყება

სოციალური დისტანციის სამყაროში, სადაც თითქმის ყველა სახის სამუშაო სახლიდან გაუსვლელად ხორციელდება, საოფისე სამუშაო მთლიანად გაქრობის პირასაა, რაც ახალი კორონავირუსის პანდემიით არის გამოწვეული.

ევროპა ამ რეალობის წინაშე მუშახელის დეფიციტის გამო დადგა. ბევრი კომპანია ფიქრობს ფულის დაზოგვაზე და აქირავებს საოფისე შენობებს. ოფისის თანამშრომელი კი უკვე რამდენიმე კვირაა არ უნახავთ სამუშაო მაგიდასთან.

პანდემიის დასრულების შემდეგ, მსოფლიოში, კერძოდ ევროპის წამყვან ქვეყნებში სავარაუდოდ საოფისე სამუშაოები გაქრება, რაც ხარჯების შემცირების აუცილებლობით იქნება გამოწვეული.

კომპანიის ხელმძღვანელების ნაწილი უძრავი ქონების შემცირებას ფიქრობენ. დაახლოებით 7 000 თანამშრომელი ერთ შენობაში შესაძლოა წარსულად იქცეს. ეს ყველაფერი კი იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მარტივად მოახერხეს ფირმებმა დისტანციურ სამუშაოსთან ადაპტაცია.

კარანტინის დასრულების შემდეგ ოფისის თანამშრომლების ნაწილი შეიძლება სამუშაო მაგიდას დაუბრუნდეს, თუმცა, ნაწილმა შესაძლოა სახლში დარჩენა ისურვოს, რაც საგანგაშო ნიშანია იმ კომპანიების ხელმძღვანელებისთვის, რომლებიც კომერციულ საკუთრებას ფლობენ.

ბრიტანეთის მიწის აღმასრულებელი დირექტორი კრის გრიგი თვლის, რომ მომავალში ადამიანები გააგრძელებენ მუშაობას ოფისებში. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მუშაობის ფორმატი შეიძლება შეიცვალოს.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არის ხალხი, ვინც ცდილობს ბავშვებთან ზრუნვასა და განათლებას დააკავშიროს მათი ყოველდღიური საქმიანობა. კიდევ უფრო უმცროსი თანამშრომლები, რომლებიც ერთად ქირაობენ ბინებს და ფიქრობენ, რომ არსებული ვითარება კოშმარია,” – ამბობს გრიგი.

ამის ფონზე, იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრო მზადაა 200 ათასზე მეტი უკანონო მიგრანტისთვის შესვლის ნებართვის გასცეს სოფლის მეურნეობაში სამუშაოდ. იტალია აპირებს დაუშვას არარეგულარული მიგრანტები სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში, კერძოდ, მონაწილეობა მიიღონ ბოსტნეულისა და ხილის სეზონურ შეკრებებში, სადაც კორონავირუსის პანდემიის გამო, მუშახელის დეფიციტს განიცდიან.

ამ კუთხით, ქვეყანა უკვე სერიოზულ კრიზისს განიცდის. რადგან მილიონობით მოქალაქე აიძულა საკუთარი ბიზნესი დაეტოვებინა და სახლში დარჩენილიყო. სამინისტროში განმარტავენ, რომ ძნელი იქნება ასეთ ვიზიტორთა შორის ინფიცირებულების დადგენა, რადგან ადგილობრივმა ხელისუფლებამ არაფერი იცის მათ შესახებ. ხელისუფლების ზრახვები დაგმეს ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა – ამის შესახებ „როიტერი” წერს.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ საოფისე საქმიანობის კუთხით, გარკვეული ცვლილებები მოსალოდნელია და შეიძლება მსოფლიო უფრო გლობალური გახდეს, რადგან შესაძლოა სახლიდან მუშაობის კულტურა უფრო მეტად დაიხვეწოს და ინტერნეტით კომუნიკაციამ უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღოს.

„საოფისე საქმიანობასთან დაკავშირებით, გარკვეული ცვლილებები მოსალოდნელია. სახლში მუშაობის კულტურა დანერგილი იყო ჯერ კიდევ კორონავირუსის გავრცელებამდე ესტონეთში. იქიდან გამომდინარე, რომ ინტერნეტთან ხელმისაწვდომობა შეადგენს დაახლოებით 50%-ს, ევროპაში და ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში ადამიანი დასაქმებულია ძირითადად მომსახურების სფეროში, სახლში მუშაობის კულტურა უფრო დაიხვეწება და შესაძლებელი იქნება ონლაინ რეჟიმში კონფერენციების გამართვა – მსოფლიო უფრო გლობალური გახდება. ეს ძირითადად ეხება ევროპას.

„რაც შეეხება სოფლის მეურნეობას და სამრეწველო სექტორს, ბევრი ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა განიცდის იაფი მუშა ხელის ნაკლებობას. სოფლის მეურნეობის სფეროში ბევრი ქვეყანა საჭიროებს იმიგრანტებს.

“ლეგალური მიგრანტი, რომელიც დააკმაყოფილებს გარკვეულ პირობებს, იმის შეშვება შესაძლებელი იქნება. იტალიასა და საფრანგეთში სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა ხვედრითი წილი შედარებით მაღალია,” – თქვა ჩიტაძემ.

Show Buttons
Hide Buttons