Statia.Ge

ინტერნეტ გაზეთი

View our latest offers
საზოგადოება

მეუცხოვა მისგან ამ ტიპის „არადიპლომატიური“ განცხადება – გამყრელიძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრზე

ვნახე მე ეს ინფორმაცია, ჯერ დასადასტურებელია ნამდვილად იყო თუ არა ასეთი განცხადება, იმიტომ რომ მე პირადად ვიცნობ არსენ ტოროსიანს და მიკვირს ცოტა თუ ეს განცხადება ამ რაკურსით გაკეთდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის გავრცელებულ განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

„მოგეხსენებათ ჩვენ ძალიან ახლო ერები ვართ, მეზობლები, დიდი ხნის ისტორია გვაქვს და ცოტა მეუცხოვა მისგან ამ ტიპის „არადიპლომატიური“ განცხადება. იმიტომ რომ თუ ასეთი შემთხვევები იყო, რომ აქედან ჩასულ მძღოლს ან სხვას დაუდასტურდა ინფექცია, მაშინ მას „ჯანმოსთვის“ და ჩვენთვისაც უნდა ეცნობებინა. ვინაიდან ჩვენც და სომხეთიც ვართ ხელმომწერი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების კონვენციისა, რომლის მიხედვითაც უნდა აცნობოთ ჯანდაცვის ორგანიზაციას და იმ ქვეყანას, რომ მან შესაბამისი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები გაატაროს“, – აღნიშნა გამრელიძემ.

შეგახსენებთ, სომხური გამოცემების მიხედვით, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ეჭვი გამოთქვა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებისა და სიკვდილიანობის სტატისტიკის სიზუსტეზე. მისივე თქმით, სომხეთის ჯანდაცვის სისტემა უფრო ძლიერია.

ამასთან, მისივე ცნობით, სომხეთში საქართველოდან შესულ მძღოლებს შორის ბევრს აღმოაჩნდა კორონავირუსი. რაც ბადებს ეჭვს, რომ საქართველოში არსებული სტატისტიკა ნაკლებად სანდოა