Statia.Ge

ინტერნეტ გაზეთი

View our latest offers
რელიგია

ვალერია ნოვოდვორსკაია – საქართველოს საკუთარმა ეკლესიამ უღალატა!

რუსი ოპოზიციონერი და დისიდენტი ვალერია ნოვოდვორსკაია ქართველი ხალხისადმი მორიგ მიმართვას ავრცელებს. ამჯერად მისი კრიტიკის ობიექტი ქართული ეკლესია აღმოჩნდა.

“ეტყობა, ქართველებს ბატონის ხელი მოენატრათ – ამერიკაში, ქართული დიასპორისგან გაუგონარი ამბავი გავიგე – საქართველოს საკუთარმა ეკლესიამ უღალატა! სწორედ იმ მღვდლებმა, რომლებიც მოსახლეობას ივანიშვილისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდებდნენ, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მომხრეებს კი წყევლითა და ღვთის რისხვით ემუქრებოდნენ. ოღონდ, ღმერთი აქ არაფერ შუაშია. ღმერთი არიფი კი არაა, ადგე და იყიდო. აი, ეკლესია კი იყიდეს. მისმა

წინამძღვარმა კი კეთილად მოიხსენია პუტინი! დამპყრობელი, რომლის ტანკებმა თითქმის თბილისამდე მიაღწიეს.

***

კარგით, შევთანხმდეთ, რომ კრემლში მახრჩობელა გველები ცხოვრობენ. თბილისში კი ცხოვრობენ … კურდღლები. გეწყინათ? ძალიანაც კარგი. რატომ

არ გახსოვთ 9 აპრილი? 1921 წელი? თენგიზ აბულაძის ”მონანიება”? ღმერთს ვთხოვ, რომ თავის დამცირებისათვის პუტინმა გამოხრული ძვალიც კი არ მოგიგდოთ- იქნებ ამის მერე მაინც გადაეჩვიოთ საბატონო სუფრაზე ნარჩენების თვალთვალს.

ამისთვის დაიღუპნენ 2008 წელს ქართველები, რომლებიც საქართველოს იცავდნენ? ან შემდეგ ჯერზე, გექნებათ კი რამე დასაცავი?

ძალიან საწყენია. უკრაინას ”სალა” დააკლდა, რათა თავისი გაეტანა, საქართველოს – მწვადი. დაე ყველა რუსულ მაღაზიაში გამოჭიმონ ქართული ღვინო და ”ბორჯომი”. არც ერთს არ დავლევ, რადგან თავისუფლების საფასურად გაყიდული სასმელი ყელში არ გადამივა…

გეუბნებოდით: გაიქეცით რუსეთის იმპერიისგან რაც შეიძლება შორს. როგორც შავი ჭირისგან. თქვენ კი პირიქით, რუსეთისკენ მიხოხავთ.

***

საწყალი კახა ბენდუქიძე – რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა. ხალხს არ ყიდულობდა, ფულს რეფორმებში ხარჯავდა. საწყალი სააკაშვილი, მერაბიშვილი, საწყალი ლევ პონომარევი, რომელმაც 2008-ში გულზე ნიშანი მიიმაგრა წარწერით – ”მეც ქართველი ვარ”…

ნება მიბოძეთ ერთი თქვენი ბანდიტ-თეატრმცოდნის, ჯაბა იოსელიანის პერიფრაზირება მოვახდინო – ”რეფორმების გატარება – ლობიოს ჭამა კი არაა”. ..

უსიამოვნო დაშვებას გისურვებთ დსთ-ს ორბიტაზე, ძვირფასო კურდღლებო.”