Statia.Ge

ინტერნეტ გაზეთი

View our latest offers
საზოგადოება

რამ დააჩქარა ვირუსის გავრცელება – პანდემიის მეორე ტალღას ზაფხულშივე ელიან

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაზე დაყრდნობით გაირკვა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსმა უფრო სწრაფი ტემპით დაიწყო გავრცელება, თუმცა, პარალელურად, აღინიშნა, რომ COVID-19-ით გამოწვეული ლეტალური შედეგის სტატისტიკურმა მონაცემებმა იკლო. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „დეილი მეილი” წერს მათი მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით.

მედიასაშუალების ცნობით, მაისის პირველი კვირის განმავლობაში მსოფლიო მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა დღეში დაახლოებით 86 ათასს აღწევდა. თუმცა ივნისის პირველი კვირის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით გამოჩნდა, რომ დაავადებულთა რიცხვს ყოველდღიურად 114 ათასი ახალი შემთხვევა ემატება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების დაჩქარების მიზეზად „დეილი მეილი” მეტად დაზარალებულ ქვეყნებში დაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას მიიჩნევს. საუბარია ინდოეთზე, რუსეთსა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებზე.

იაპონელმა ექიმმა – ინფექციონისტმა აკიჰირო სატომ განაცხადა, რომ პანდემიის მეორე ტალღის დაწყება თითქმის გარდაუვალია, რადგან მსოფლიო მოსახლეობის 99%-ს არ აქვს ახალი ვირუსის მიმართ გამომუსავებული იმუნიტეტი.

სატო ვარაუდობს, რომ პანდემია, 90%-ით, ზაფხულშივე დაწყება.

„აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ მეორე ტალღის დაწყების შემდეგ დაავადებულთა რიცხვი შედარებით მეტი იქნება, ვიდრე პირველი ტალღის დროს”, – ამბობს აკიჰირო სატო.

როგორც აღინიშნა, მიუხედავად დაავადებულთა რაოდენობის ზრდისა, ლეტალური შედეგების რაოდენობა შემცირდა. კერძოდ, 16 აპრილს მოსახლეობაზე, რომლის რაოდენობა 1 მილიონს შეადგენს გარდაცვლილთა რაოდენობამ 1,35-ს მიაღწია. ბოლო პერიოდში მიღებული სტატისტიკის თანახმად,რიცხვმა 0,67 შეადგინა 1მლნ მოსახლეობაზე.

დღეში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა სიკვდილიანობამ 5,1 ათასიდან 4,3-მდე დაიწია.

მილანის ერთ-ერთი საავადმყოფოს, სან – რაფაელის მთავარი ექიმის, ალბერტო ზანგრილოს განმარტებით, მოცემული სტატისტიკა იმის მაჩვენებელია, რომ ვირუსის თანდათან სუსტდება. მან ივარაუდა, რომ „ახალ ნაკადში მოხვედრილ” დაავადებულთა ორგანიზმებში ნაპოვნი პატოგენების რაოდენობა მცირდება, თუმცა ამ თეორიის სიზუსტეში ბოლომდე არაა დადასტურებული.

ასევე აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში სამედიცინო პირბადეებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება შეცვალეს – აქამდე ჯანმო-ს რეკომენდაციით, მხოლოდ დაავადებულებსა და ექიმებს უნდა გამოეყენებინათ პირბადეები, თუმცა, ახალი რეკომენდაციების მიხედვით, სამედიცინო პირბადეების გამოყენება საჭიროა როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ასევე მაღაზიებში და ყველა იმ ადგილას, სადაც სოციალური დისტანციის დაცვა რთულდება.

6 მაისის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 6,69 მილიონს მიაღწია, აქედან ვირუსის გავლენით გარდაცვლილთა რაოდენობა 392 ათასია, ხოლო 2,7 მილიონი კი უკვე გამოჯანმრთელებულად ითვლება.

COVID – 19-ით დაავადებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა, სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, დაფიქსირდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბრაზილიაში, რუსეთში, დიდ ბრიტანეთსა და ესპანეთში.

წყარო: რეზონანსი

Show Buttons
Hide Buttons