Statia.Ge

ინტერნეტ გაზეთი

View our latest offers
მსოფლიო

სად აპირებენ ათასობით ამერიკელი ჯარისკაცის გერმანიიდან გადასროლას

„უფრო რეალური იქნებოდა ის, რომ ტრამპს გერმანიაში განლაგებული ამერიკული და ევროპული სარდლობის ძირითადი დანაყოფები აღმოსავლეთით უფრო ადრე განეთავსებინა” – „რეზონანსთან” საუბრისას ასე აფასებს სამხედრო – ანალიტიკური ჟურნალის, „არსენალის”, მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გერმანიაში საკუთარი სამხედრო კონტინგენტის საგრძნობლად შემცირებასთან დაკავშირებით.

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც გერმანიაში დისლოცირებული 34.5 ათასი ამერიკელი სამხედროს ნაწილის – 9.5 ათასამდე ჯარისკაცი დატოვებს ტერიტორიას და გადანაწილდება ან სხვა ობიექტებზე ან სამშობლოში დაბრუნდება. შესაბამისად, გერმანიაში აშშ-ის სამხედრო ძალების 25 ათასი წამომადგენელი დარჩება.

თეთრ სახლის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა გამოთქვა ვარაუდი, რომლის თანახმადაც შესაძლოა, რომ გერმანიიდან გამოწვეული ამერიკელი ჯარისკაცების ნაწილი პოლონეთში გადავიდეს, ხოლო ისინი, ვინც სამშობლოში არ დაბრუნდებიან, გადანაწილდებიან ამერიკის შეერთებული შტატების სხვა პარტნიორ ქვეყნებში.

„გერმანიაში ამერიკული დიდი სამხედრო კონტინგეტის აუცილობლობა აღარ არის, რადგან ნატო-ში თავდაცვისთვის გამოყოფილი ფინანსები გაიზარდა სხვა ქვეყნების მიერ” – განაცხადეს თეთრ სახლში.

დაახლოებით ერთი თვის წინ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, მარკ ესპერმა, პენტაგონის ფინანსური მეთვალყურის მოვალეობის შემსრულებელ ელეინ მაკასკერს გაუგზავნა წერილი, რომელშიც აცნობებდა, რომ სამხედრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი თავდაცვის სამინ ისტროს დეპანტრამენტის მშენებლობის ანგარიშზე $545.5 მლნ – ის გადარიცხვას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო „დეფენს ნიუსმა” გაავრცელა.

აღსანიშნავია, რომ ტრამპის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს ამერიკელმა დემოკრატებმა, თუმცა შემდეგ ითქვა ისიც, რომ გერმანიაში სამხედრო კონტინგენტის შემცირება შტაბების ხელმძღვანელების გაერთიანებული კომიტეტის წარმომადგენლის, მარკ მილის სამუშაოს შედეგი გახდა და არა ტრამპსა და გერმანიის ხელისუფლებას შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა.

ევროპული პროექტები, რომელზეც უარის თქმა გახდება საჭირო ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ, საკმაოდ მასშტაბური აღმოჩნდა. კერძოდ, საუბარია სამხედრო ავიაციის განლაგებისთვის საჭირო აეროდრომებზე, საწვავის, საბრძოლო და სხვა მასალის შესანახად საჭირო საწყობებზე, რომელიც საჭიროი იყო რუსეთის შეკავების ფარგლებში შექმნილი ევროპული ინიციატივისთვის.

2020 წლის აპრილში ცნობილი გახდა ისიც, რომ პენტაგონი გერმანიაში განთავსებული ამერიკული ბირთვული არსენალის მოდერნიზებას გეგმავს. ჯერ კიდევ „ცივი ომის” პერიოდში გერმანიის ტერიტორიაზე დარჩენილი ამერიკის სამხედრო – საჰაერო ძალების ბირთვული იარაღი ამჟამად “ლუფტვაფეს” ავიაბაზაზე, ბიუხელშია.

სამხედრო – ანალიტიკური ჟურნალის, „არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი აცხადებს, რომ ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ლოგიკურია და აქამდეც იყო საჭირო ამ ნაბიჯის გადადგმა რიგი მიზეზების გამო.

„ამ გადაწყვეტილების რეალური მიზეზი ისაა, რომ მოცემულ ეტაპზე გერმანიაში ამერიკული ჯარების ყოფნას ძალიან დიდი მნივნელობა არ აქვს, რადგან „ცივი ომის” შემდგომ შეიცვალა სიტუაცია, ანუ საზღვარმა რუსეთსა და ნატო-ს შორის გადმოინაცვლა გერმანიის დასავლეთ და აღმოსავლეთიდან ბალტიისპირეთზე, პოლონეთსა და ა.შ.

„უფრო რეალური იქნებოდა ის, რომ ტრამპს გერმანიაში განლაგებული ამერიკული და ევროპული სარდლობის ძირითადი დანაყოფები აღმოსავლეთით უფრო ადრე განეთავსებინა – პოლონეთისა და ბალიტიისპირეთის მხარეს მათი განლაგება უფრო ლოგიკურია და იმედია, რომ ასეც გაკეთდება”, – განმარტა ალადაშვილმა.

მისივე თქმით, ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე რთულია იმის თქმა, როგორ ნაბიჯებს გადადგამს ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღანელობა აღნიშნული კუთხით მომავალში, მაგრამ შესაძლოა, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები კიდევ მოხდეს.

„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მუდმივად ითხოვს, რომ ნატო-ს წევრმა სხვა ქვეყნებმა თავიანთი დაფინანსება 2%-მდე მაინც გაზარდონ. აქამდეც იყო ამაზე საუბარი.

„თუმცა თავად ხედავთ, აშშ-ში რამხელა პრობლემებია, თან კიდევ კორონავირუსის პანდემიის გამო ბევრი რამ მსოფლიოში გაურკვეველია. ფაქტია, რომ ამ პანდემიამ გარკვეულწილად უარყოფითად იმოქმედა ნატო-ს შემდგომ გაფართოებასა და გაძლიერებაზე, მათ შორის შავი ზღვის აკვატორიისკენ. შესაბამისად, მსოფლიოში რთული სიტუაციია შემნილი და წინასწარ რაიმე პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია”, – დასძინა ირაკლი ალადაშვილა „რეზონანსთან” საუბრისას.

Show Buttons
Hide Buttons