Statia.Ge

ინტერნეტ გაზეთი

View our latest offers
მსოფლიო

ნატოს ახალი საიდუმლო გეგმა ბალტიისპირეთისა და პოლონეთის დასაცავად – რა იცვლება საქართველოსთვის

„ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის დაცვა ნატო-ს მეხუთე მუხლითაა გათვალისწინებული. სავარაუდოდ, (ალიანსის თავდაცვის გეგმის პირობების ფარგლებში – რედ.) ნატო ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის თავზე სამხედრო საჰაერო მონიტორინგს გააძლიერებს.

“ნატო-ს ინიციატივას ის ინტერესიც აქვს, რომ დაიცვას ქვეყნები რუსული აგრესიისგან, რაც პუტინის რეჟიმის პირობებში გასაკვირი არაა”, – ასე აფასებს „რეზონანსთან” საუბრისას ექსპერტი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია ნატო-ს მიერ ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთთან თავდაცვის ახალი გეგმის დამტკიცებას, რომლის წინააღმდეგ თურქეთი აქტიურად გამოდიოდა.

2019 წლის დეკემბერში ნატო-ს სამიტზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ჩრდილოა-ტლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის განახლებული თავდაცვის გეგმა დაამტკიცეს. თუმცა, გეგმის ძალაში შესვლამდე და ამოქმედებამდე, უნდა დასრულდეს სხვადასხვა ფორმალური პროცედურები – თურქეთმა ამ დროის განმავლობაში საკუთარი პირობები წამოაყენა, რის გამოც თავდაცვის ახალი გეგმის დამტკიცება შეფერხდა.

ოფიციალური ანკარა ქურთების „სახალხო დაცვის შენაერთის” და „ქურთისტანის მუშათა პარტიის” წინააღმდეგ ბრძოლაში ალიანსისგან მეტ მხარდაჭერას ითხოვდა.

ალიანსის თავდაცვის გეგმის დეტალები ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია, თუმცა „რეზონანსი” სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიასთან საუბრისას შეეცადა იმ სავარაუდო პირობების დასახელებას, რომლსაც შესაძლოა, ითვალისწინებდეს ხელშეკრულება:

„სავარაუდოდ, (ალიანსის თავდაცვის გეგმის პირობების ფარგლებში – რედ.) ნატო ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის თავზე სამხედრო საჰაერო მონიტორინგს გააძლიერებს – გაზრდის სამხედრო საჰაერო ძალების რაოდენობას. გარდა ამისა, შესაძლოა, გაიზარდოს ესკადრილების რაოდენობა. გაძლიერდება კიბერუსაფრთხოებაც.

„ნატო, როგორც იქნა, ალბათ, „ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების” განთავსებას დაიწყებს. შესაძლოა გააძლიეროს სახმელეთო კომპონენტების რაოდენობა ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის ტერიტორიაზე. როგორც ჩანს, ამ გეგმის ნაწილია ამერიკელების მიერ გემანიიდან პოლონეთში ჯარისკაცების გადასროლა და შეთანხმებულია ტრამპის ადმინისტრაციასთან”, – განმარტავს სამხედრო ანალიტიკოსი.

ვახტანგ მაისაიას თქმით, თვადაცვის გეგმის განხორვიელებას ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია ჯერ კიდევ პანდემიამდე აპირებდა, თუმცა მსოფლიოში შექმნილი მძიმე ვითარების გამო, ვერ მოხერხდა:

„ნატო-ს ეს გეგმა ჰქონდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ევროპაში ფართომასშტაბიანი წვრთნები უნდა ჩატარებულიყო – „ევროპის ფარი” – 40 000 ამერიკელი სამხედრო უნდა გადაესროლათ ევროპის კონტინენტზე წვრთნებისთვის.

“ბუნებრივია, რომ ამ წვრთნებში მონაწილეობა უნდა მიეღოთ ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს. მაგრამ, როგორც ჩანს, პანდემიის გამო ეს წვრთნები ვერ ჩატარდა ამ შემთხვევაში, ნატო-ს ინიციატივას ის ინტერესიც აქვს, რომ დაიცვას ქვეყნები რუსული აგრესიისგან, რაც პუტინის რეჟიმის პირობებში გასაკვირი არაა.

„როგორც ჩანს, ნატო იმ გეგმების კომპენსირებას ცდილობს, რომელიც ამ „ევროპული ფარის” პირობებით იყო გათალისწინებული და დასახული, რადგან ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის დაცვა ნატო-ს მეხუთე მუხლითაა გათვალისწინებული ვალდებულებაა”, – დასძენს ვახტანგ მაისაია.

წყარო: რეზონანსი

Show Buttons
Hide Buttons