91 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი იტალიელი კომპოზიტორი ენიო მორიკონე.
საინფორმაციო სააგენტო ANSA-ს ცნობით, მორიკონე გარდაიცვალა რომის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც რამდენიმე დღის წინ მოათავსეს თეძოს ძვლის მოტეხილობით.
ენიო მორიკონემ მსოფლიოში სახელი გაითქვა კინომუსიკით. იყო 500-ზე მეტი ფილმისა და სერიალის მუსიკის ავტორი. მათ შორისაა საკულტო ფილმები: “ერთხელ ამერიკაში”, „ერთი ბღუჯა დოლარები“, „კეთილი, ცუდი, ბოროტი“, „ლეგენდა პიანისტზე“, „პროფესიონალი“.
ენიო მორიკონე იყო არაერთი პრესტიჟული პრემიის, მათ შორის „ოსკარის“და „ოქროს გლობუსის“ მფლობელი
წყარო: რადიო თავისუფლება