Statia.Ge

ინტერნეტ გაზეთი

View our latest offers
კანონი და სამართალი

სამართლის სტუდენტებისთვის სტატიების კონკურსი დაიწყო, მიღება გაგრძელდება 15 აგვისტომდე!

🤗 სტატიების კონკურსი დაიწყო და სტატიების მიღება გაგრძელდება 15 აგვისტომდე

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს და ასევე კურსდამთავრებულებს.

თემატიკა:
-საგადასახადო სამართალი (გადასახადების ცნება და სახეები; მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადები; გადასახადის გადამხდელის მოვალეობები; საერთაშორისო საწარმო; საგადასახადო პასუხისმგებლობა, საგადასახადო კონტროლი;სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები )

-შესყიდვები (სახელმწიფო შესყიდვების პროცედურები;ღია ტენდერის წესები; საერთაშორისო ღია ტენდერი; სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება; სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვები)

-სამშენებლო სამართალი (ამხანაგობის შექმნა და რეგისტრაციის წესი; მშენებლობის პროექტის შეთანხმება და ნებართვის გაცემის თავისებურებები, მშენებლობის სახეობები, მშენებლობის კლასები; დასრულებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღება; სამშენებლო სამართალდარღვევის წარმოება; მშენებლობის უსაფრთხოების წესები)

-ადმინისტრაციული (საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღება; ბინადრობის ნებართვის სახეები და მათი მოპოვების წესი; შემეკავებელი ორდერის გამოცემის წესი; დამცავი ორდერის დანიშნულება და მოქმედების ფარგლები)

-სისხლის სამართალი (საპროცესო შეთანხმება; მტკიცებულებათა დასაშვებობა; ნივთიერი მტკიცებულებები; დაცვის უფლება; პატიმრის უფლებები; ადვოკატის როლი სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას; დაცვის სტრატეგია)

* ტექნიკური მოთხოვნები:
-სტატია უნდა იყოს მაქსიმუმ 1500 -2000 სიმბოლოსგან შემდგარი(დაახლოებით 2 თაბახის ფურცელი). შრიფტი 11-იანი. word-ის დოკუმენტში აკრეფილი.
-სტატია შეძლებისდაგვარად უნდა ეხებოდეს არჩეული თემის ძირითად საკითხებს და იყოს ინტრუქციული ხასიათის, ისე რომ დაინტერესებულმა პირმა მარტივად აღიქვას თქვენი სათქმელი. სტატიას უნდა ჰქონდეს პრაქტიკული დანიშნულება, არაა აუცილებელი სტატია გაჯერებული იყოს რთული იურიდიული ტერმინებით.

* როგორ მოხდება შერჩევა?
პირველ ეტაპზე მოხდება შემოსული სტატიების გადარჩევა თემატურობის კრიტერიუმით. საჭიროების შემთხვევაში მოხდება რედაქტირება ჩვენი გუნდის მიერ.

სად გამოქვეყნდება?
გადარჩეული სტატიები, საავტორო უფლების დაცვით გამოქვეყნდება www.geto.ge -ის ვებგვერდზე ან წინამდებარე სოცილურ გვერდზე. ორივე შემთხვევაში დაცული იქნება ავტორის უფლებები.

* რატომ უნდა დავწეროთ?
ჩვენი იურიდიული ფირმა ყოველთვის ცდილობს ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს საკუთარი თავის რეალიზებაში. სწორედ ამ გზით სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ მათი სტატიების გამოქვეყნებით ნელ-ნელა გახდნენ საზოგადოებისათვის ცნობილნი.
– კარგი სტატიის ავტორების ნაშრომები გამოქვეყნდება სისტემატიურად. გარდა აღნიშნულისა, სტუდენტები გამოიმუშავებენ წერით უნარ-ჩვევებს, რაც სამომავლოდ პროფესიულ საქმიანობაში ნამდვილად გამოადგებათ.

* ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებებს.
დაინტერესებულმა პირებმა სტატია გამოაგზავნეთ 15 აგვისტომდე ელ.ფოსტაზე : zviadgetya@yahoo.com

www.geto.ge