Statia.Ge

ინტერნეტ გაზეთი

View our latest offers
საზოგადოება

ვის ინტერესშია შეტაკებები საზღვარზე – ხედვა აზერბაიჯანიდან

აზერბაიჯანში პოლიტილოგები მიიჩნევენ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის საზღვარზე 12 ივლისს დაწყებული რამდენიმედღიანი შეტაკებების ინიციატორი ბაქო ვერ იქნებოდა, რადგან მისთვის “არ არის მომგებიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონიდან გასვლა და საომარი მოქმედებების სხვაგან გადატანა”.

რაზდუშტ ალიზადე, პოლიტოლოგი

უკანასკნელი შეტაკებები აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე მორიგი რუტინული ეტაპია ტრაგიკული ისტორიის მქონე ორი ხალხის მრავალწლიანი დაპირისპირებისა საერთო მიწის ნაგლეჯისთვის.

სომხებსაც და აზერბაიჯანელებსაც ესმით, რომ ერთადერთი, ვინც ამ კონფლიქტიდან იგებს, რუსეთია, თუმცა თვალთახედვის სიმწირე და ნაციონალური ცნობიერების მითოლოგიზება მხარეებს საშუალებას არ აძლევს, კომპრომისულ მსოფლიოს აშკარა სარგებელი დაინახონ.

ვფიქრობ, ბოლო შეტაკებების ინიციატორი სომხეთია, რადგან აზერბაიჯანისთვის კატეგორიულად მიუღებელია საბრძოლო მოქმედებების ყარაბაღიდან გადატანა. ჩემი აზრით, შეტაკებების პროვოცირებით ნიკოლ ფაშინიანი ცდილობდა ОДКБ [კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია] აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტში ჩაეთრია, და სწორედ ამიტომ, შეტაკებები ინიცირებული იყო მის საზღვარზე, თოვუზის რაიონში, ყარაბაღიდან შორს. მიზანი კი ОДКБ-ს წევრი ქვეყნების სახელმწიფოების დახმარების მიღებაა.

რუსეთის როლი იყო და რჩება გადამწყვეტად, რადგანაც არც სომხეთს და არც აზერბაიჯანს ადეკვატური ხელისუფლება არ ჰყავს, რომელსაც შესწევს ძალა, ისტორიულად სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს.

სომხეთშიც და აზერბაიჯანში საზოგადოებრივი აზრი ფორმირდება ხელისუფლებების მიერ, მოსკოვის ხელმძღვანელობით. სომხეთისა და აზერბაიჯანის საზოგადოებების მოაზროვნე ნაწილის გავლენას ანეიტრალებს ომის მომხრეთა დიდი ნაწილი.

გამოწვევები მომავალშიც აუცილებლად იქნება, რადგან, სამწუხაროდ, მხარეთა ლოგიკაში საღი აზრი არ არსებობს.

ზარდუშტ ალიზადე, ფოტო: oneworld.am


ლეილა ალიევა, პოლიტოლოგი

ცნობილია, რომ სოციალური და ეკონომიკური კრიზისის დროს ავტორიტარული ქვეყნების [აქ ორივე ქვეყანა იგულისხმება] ლიდერები ხალხის ყურადღების გადატანას ცდილობენ.

ქვეყანაში პატრიოტული განწყობები კი ყოველთვის ეხმარებოდა ხელისუფლებებს, მათ მიმართ პროტესტის შემცირებაში.

რაც შეეხება უშალოდ 12 ივლისს დაწყებულ შეტაკებებს, აქ კიდევ ერთი საინტერესო მომენტია, – ცეცხლი გაჩნდა არა კონფლიქტის ზონაში, არამედ ქვეყნებს შორის საზღვარზე.

ვფიქრობ, უკანასკნელი შეტაკებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სომხეთის პრემიერისთვის უფრო ხელსაყრელი იყო მისი პოლიტიკური ლეგიტიმურობისთვის. მით უმეტეს, ფაშინიანზე ახლა ძლიერი ზეწოლაა “ყარაბაღის კლანისგან” და იმ რადიკალებისგან, ვისითაც რუსეთი მანიპულირებს. თუმცა ფართომასშტაბიანი ომის დაწყება არცერთი მხარისთვის მომგებიანი არ არის.

როგორც ვიცით, თურქეთმა აზერბაიჯანს მხარდაჭერა გამოუცხადა. რუსეთმა კი კარგად იცის, რომ ფართომასშტაბიანი შეტაკების დროს საქმე თურქეთთან ექნება. ეკონომიკური კრიზისისა და პანდემიის დროს ეს რუსეთს არაფერში სჭირდება.

საქმე ის არის, რომ სანამ ყარაბაღის კონფლიქტი არ არის გადაჭრილი, ის რუსეთისთვის სომხეთსა და აზერბაიჯანზე ზეწოლის ინსტრუმენტად დარჩება. ამავე დროს, ეს კონფლიქტი დასავლეთის წინაშე საკუთარი პოზიციების გამყარების ინსტრუმენტია.

 

 

 

ლეილა ალიევა; ფოტო: ლეილა ალიევას ფეისბუკის გვერდიდან

იადიგარ სადიგოვი, ყოფილი პოლიტპატიმარი, პოლიტიკოსი

რასთან არის კავშირში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე დაპირისპირება, მიჭირს პასუხი. ჯერ კიდევ ძალიან შეზღუდული ვართ ინფორმაციის გადამუშავებისა და პასუხების მისაღებად. არც ვარ დარწმუნებული, რომ უახლოეს მომავალში ამ მოვლენებზე დაზუსტებული ინფორმაცია გვექნება.

ორივე მხარისთვის აქვს ესკალაციას პლიუსები და მინუსები. თუმცა ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ უკანასკნელი გამწვავება არა ყარაბაღის ტერიტორიაზე, სადაც უშუალოდ კონფლიქტის ხაზია, არამედ აზერბაიჯან- სომხეთის საზღვარზე. აზერბაიჯანის ინტერესებში კი კონფლიქტის ხაზის გადატანა არ არის. თუ ბაქოს რაიმე მიზეზით სიტუაციის გამწვავება უნდა, ამას ყარაბაღში გააკეთებს, რადგან საზღვარზე შეტაკება მას არაფერს მისცემს.

რაც შეეხება რუსეთის ფაქტორს, რუსეთი, ჯერჯერობით, საკმაოდ ნეიტრალურ პოზიციას იკავებს. რუსეთის ამგვარი პოზიციის მიზეზებზეც შეგვიძლია ვისაუბროთ. პირველ რიგში, რუსულ-სომხური ურთიერთობების გარკვეული გაციება შეიძლება იყოს ამის მიზეზი. ფაშინიანი მაინც არ არის ის ადამიანი, რომელსაც რუსეთი უპირობოდ ენდობა და მისი ზოგიერთი ნაბიჯი სომხეთში, რუსეთის მეგობრების წინააღმდეგია, რაც მოსკოვს არ მოწონს. მეორე მხრივ, სომხეთში დღეს ამ ადამიანების ხელშეუხებლობით, ახალი მთავრობა არ იქნება უსაფრთხოდ. აი, ასეთი მოჯადოებული წრე შეიქმნა.

აზერბაიჯანში, ვფიქრობ, ხელისუფლება დიდად მოხარული არაა იმით რომ ხალხი რაღაც პოლიტიკურ პროცესებს ითხოვს [აქციები ომის მოთხოვნით]. ალიევის რეჟიმი ხომ ხალხის აპოლიტიკურობას ემყარება. დღეს აზერბაიჯანში ხალხის დაკვეთა მხოლოდ ერთია – ოკუპირებული ტერიტორიის სუვერენიტეტის აღდგენა.

წინა შეტაკებებისგან გასხვავებით მხარეები აღჭურვილი არიან არა მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღით, და თუ შეტაკებები ფარტომასშტაბიან კონფლიქტში გადაიზრდება, მსხვერპლი ბევრი იქნება. რისკები რჩება იქამდე, სანამ პრობლება არ გაიდაჭრება. მხარეების პოზიციები იმდენად ანტაგონისტურია, მშვიდობიანი მოლაპარაკებების იმედი სულ უფრო ნაკლებია.

წყარო: ნეტგაზეთი