Statia.Ge

ინტერნეტ გაზეთი

View our latest offers
კანონი და სამართალი

რა საიდუმლოებას ინახავს თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერი – „სამსახურიდან მოსული სახლში გამუდმებით ტიროდა”

23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის  გარდაცვალება კვლავ ბურუსით არის მოსული.  ჯერჯერობით გამოძიებას არა აქვს კონკრეტული ვერსია გამოკვეთილი თავი მოიკლა თუ არა ბაჩალიაშვილმა, თუ ის მოკლეს და შემდეგ თვითმკვლელობის ვერსიის ინსცენირება მოხდა.     

დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი სათვალთვალო კამერებისა და აეროგადაღების ჩანაწერებს ელოდებიან. დაცვის მხარე მოითხოვს, რომ მათ აღნიშნული მასალა დაჩქარებული წესით გადასცენ.

ადვოკატი ასევე ელოდება, როდის შეისწავლის გამოძიება 23 წლის პროგრამისტის პირად კომპიუტერს. როგორც ირკვევა, კომპიუტერზე პაროლი ამ დრომდე არ არის მოხსნილი. უფლებადამცველი აპირებს თავად ჩართოს სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ ამ პრობლემის მოგვარებას და თუ საჭირო იქნა, დახმარებისთვის ამერიკის ფედერალურ სამსახურსაც კი მიმართავს.

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამის ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით კი  ადამიანი, რომელმაც უთხრა, რომ მისი შვილის კომპიუტერი გახსნა და მას დიდი პრობლემები ჰქონდა, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ლადო ბაჭულაშვილია.

“მე მჭირდება ის პიროვნება. რატომ მითხრა ჯერ კომპიუტერი გავხსენიო, მაგაზე ვმუშაობ ახლაო, შენი გოგო დიდი პრობლემის წინაშე არისო, შარშიაო. ლადო ბაჭულაშვილი არის ეს პიროვნება, აგერ მუშაობს მოადგილედ არის. რატომ მითხრა ასე? რატომ გათიშა ტელეფონი? რატომ გვემასხარავა?

“მეორე დღით ხალხი რომ გამოვიდა, გზა გადაკეტა. ამასობაში, სახელი დამავიწყდა, აქ არ არის, შეიძლება სადღაც სოროშია მანდა, მოდის მეუბნება, ჩვენ ასე ვილაპარაკეთო? მე მეუბნება. მე არ გამომიყვანია, ხალხი მიდგას გვერდში, მოვედი, მეც არ ვიცოდი ასეთი რაღაცეები, მოდი ერთი წუთით მეთქი და არც კი მისმენდა. რა ქენით, იმ კომპიუტერში რა არის მეთქი, გასკდა გული, ლადო არ პასუხობს მეთქი და ვერ გავხსენით კომპიუტერიო. ეგ მინდა გავარკვიო გაიხსნა თუ არ გაიხსნა? თუ არ გაიხსნა რატომ არ მეუბნები?” – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

მისივე თქმით, ბოლო დროს თამარი სახლში ნაღვლიანი მიდიოდა  და ტიროდა. ის არ გამორიცხავს, რომ თამარ ბაჩალიაშვილი თვითმკვლელობამდე სამსახურს მიეყვანა.

„ოჯახში არაფერი პრობლემა და დარდი არ ჰქონია. უბრალოდ, მე მკლავს ერთი რამ, სახლში რომ შემოდიოდა ნაღვლიანი, ვეკითხებოდი თამარ, რა დაგემართა, შვილო, თქვი, შეიძლება რამეში დაგეხმარო, მამა ვარ. ტიროდა ბავშვი, არ მეუბნებოდა“, – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ითხოვს, საქმეზე გამოძიება ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციამ აღარ აწარმოოს. მისი თქმით, საქმე ისეთმა ორგაანომ უნდა აიღოს, რომელიც კომპენტენტურია და მსგავსი სახის გულგრილობას არ გამოამჟღვანებს.

„შევხვდით განყოფილების უფროსს და გამომძიებელს. ბატონმა ჯუმბერმა თავისი პოზიცია უთხრა. ბოლო ჩვენება ბლოკნოტთან დაკავშირებით მივეცით. ეს იყო ჩვენი საბოლოო პოზიცია, მიუხედავად ყველაფრის,  მათ წესიერებას მაინც  აღარ შევეხეთ. ბატონმა ჯუმბერმა პირდაპირ დააფიქირა და პროტესტის ნიშნად უარი თქვა რომ საერთოდ გამოძიება აწარმოოს სამხარეო პოლიციამ , საქმე გადაეცეს, წაიღოს სამინისტრომ ან ნებისმიერმა სხვა ორგანომ, თუნდაც პროკურატურამ,  რომელიც უფრო კომპეტენტური და  სამართლიანი იქნება“, – განაცხადა ადვოკატმა.

პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელიც ბაჩალიაშვილის მამამ დღეს დაასახელა, შსს-ს გენინსპექციაში  გამოკითხვაზე დაიბარეს. თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ამბობს, რომ  ის ოჯახს აშანტაჟებდა. უწყებაში ამ ეტაპზე საქმეზე დამატებით კომენტარი არ გაკეთებულა.

წყარო: რეზონანსი