Statia.Ge

ინტერნეტ გაზეთი

View our latest offers
საზოგადოება

კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა ისევ პიკზეა, იმატებს გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც

საქართველოში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ბოლო 3 დღეა ინფიცირების შემთხვევები ძალიან მაღალია და აპრილის მაჩვენებლების მსგავსია.

ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 596 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 15 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 294-ს შეადგენს.

წყარო: რეზონანსი