Statia.Ge

ინტერნეტ გაზეთი

View our latest offers
მსოფლიო

სომხეთში საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა – ყარაბაღში ომი დაიწყო

რამდენიმე წუთის წინ სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა პაშინიანმა ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. პარალელურად, ყარაბაღში დაიხურა ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ მხარეთა დაშორიშორების ხაზზე ამ დროისთვის „გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს“ და რომ „აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს მთელს ფრონტზე სრული უპირატესობა აქვთ მოწინააღმდეგეზე“. 

„საომარი მოქმედებები მზადდებოდა და ორივე მხარე ამას ადასტურებდა, შესაბამისად, ჩემთვის გასაკვირი არაა შეტაკებების განახლება. აქამდე მიმდინარე კულუარული მოლაპარაკებები, როგორც ჩანს, ჩაიშალა“, – ასე აფასებს „რეზონანსთან“ საუბრისას სამხედრო საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებს, სადაც 27 სექტემბრის დილიდან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეტაკებები განახლდა.

სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „ფეისბუკის“ გვერდზე დაწერა, რომ აზერბაიჯანული მხარე კვირას დილიდან შეტევაზე გადავიდა, თუმცა სომხური ჯარები ვითარებას წარმატებით ართმევენ თავს.

27 სექტემბერს დილით სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა შუშან სტეპანიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ყარაბაღის ტერიტორიაზე ბრძოლების შედეგად განადგურებულია აზერბაიჯანის ორი ვერტმფრენი და სამი უპილოტო საფრენი აპარატი.

თავის მხრივ, აზერბაიჯანულმა მხარემ თავდაპირველად დაადასტურა, რომ მათი ერთი ვერტმფერნი სომხურმა შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს, თუმცა უარყვეს სომხური მხარის ინფორმაცია, რომ განადგურდა სამი აზერბაიჯანული ტანკი, ორი ვერტმფრენი და სამი უპილოტო საფრენი აპარატი.

ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სიტუაციის დაძაბვა და შეტაკებების განახლება მოსალოდნელი იყო:

„საომარი მოქმედებები მზადდებოდა და ორივე მხარე ამას ადასტურებდა, შესაბამისად, ჩემთვის გასაკვირი არაა შეტაკებების განახლება. აქამდე მიმდინარე კულუარული მოლაპარაკებები, როგორც ჩანს, ჩაიშალა.

„არსებობდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სირიიდან ნახიჭევანში გადაისროლეს დაქირავებული მებრძოლები, ისევე როგორც აზერბაიჯანული მხარე ამბობდა, რომ მთიან ყარაბაღში გამოჩნდნენ ქურთი მერბძოლები, რომელიც სომხურმა მხარემ ჩაიყვანა და „ვაგნერის ჯგუფი“ (რუსული კერძო სამხედრო კომპანია – რედ.).

„ბერვრი ინდიკატორი მიუთითებდა იმის შესახებ, რომ საომარი მოქმედებების განახლებისთვის ორივე მხარე მზად იყო. შესაბამისად, აქ გასაკვირი არაფერია“, – აცხადებს მაისაიამ.

მისივე თქმით, ჯერჯერობით რთული სათქმელია კონკრეტულად რა მიზეზით დაიწყო საბრძოლო მოქმედებები:

„იმედია, რომ ინციდენტური შემთხვევა იყო, მაგრამ საბრძოლო მოქმედებები და ტექნიკის გამოყენება არაა ინციდენტური ანუ შემთხვევითი შეტაკება. როგორც ჩანს, აზერბაიჯანს ხელისუფლება ცდილობს დაიკავოს  ოკუპირებული ტერიტორიები, რათა გაიმეოროს 2016 წლის აპრილის სცენარი და ქვეყანაში აამაღლოს თავისი რეიტინგი და პატრიოტული სულისკვეთება. ალიევს საკმაოდ მძიმე ვითარება აქვს ქვეყანაში. თავის მხრივ, სომხეთშიც რთული ვითარებაა.

„იმის გარკვევა, თუ ვინაა დამნაშავე, საკმაოდ რთული იქნება, რადგან ორივე მხარე ერთმანეთზე მიუთითებს“, – თქვა მან.

ვახტანგ მაისაიას აზრით, სხვა ქვეყნების ჩარევა სომხრეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში არაა მოსალოდნელი:

„ამ ეტაპზე რუსეთიდა სა თურქეთის ჩარევა კონფლიქტში არაა მოსალოდნელი – ყოველ შემთხვევაში, თუ ჩაერევიან, შეეცდებიან, რომ მშვიდობიანი გზით მოაგვარონ ურთიერთობები.

„როგორც ჩანს, რუსეთიც და თურქეთიც მზად არიან ქმედებისთვის, რადგან შემთხვევითი არაა, რომ სამხედრო სწავლება „კავკაზ 2020“-ის დასრულებას დაემთხვა მთიანი ყარაბახის ტერიტორიაზე სიტუაციის გამწვავება.

„ეს იყო ოპერატიულ-სტრატეგიული ფართომასშტაბიანი წვრთნები, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზეც მიდიოდა. სწავლებისთვის გამოყენებული იყო თანამედროვე საბრძოლოს საშუალებები.

„დიდი ალბათობაა, რომ დროთა განმავლობაში რუსული მხარე ჩაერიოს, რადგან ამ წვრთნების მერე მას მობილიზებული ექნება თავისი სამხედრო შეიარაღება. შეიძლება, რომ რუსეთ-თურქეთის საერთო სამშვიდობო კოლეგია ჩავიდეს მთიან ყარაბაღში, როგორც ეს სირიაში მოხდა. ეს გამორიცხული არაა“, – განმარტა მაისაიამ.

წყარო: რეზონანსი