Statia.Ge

ინტერნეტ გაზეთი

View our latest offers
პოლიტიკა

ოპოზიციის ერთიანობა კითხვის ქვეშ პირველივე დღიდან იდგა – მამუკა არეშიძე

„ვფიქრობ ოპოზიციის ერთიანობა კითხვის ქვეშ პირველივე დღიდან იდგა, რადგან მათ შორის ძალიან ბევრი განსხვავებული აზრია. ეს აუცილებლად გამოჩნდებოდა შემდგომში და გამოჩნდა კიდეც. მათ აქვთ სხვადასხვა მიდგომები და ინტერესები,” – აცხადებს „რეზონანსთან” საუბრისას ექსპერტი მამუკა არეშიძე.

„ამის ნათელი მაგალითია ის, რომ თვითონ „ნაციონალურ მოძრაობაშია” აზრთა სხვაობა და ისინი თვითონ არღვევენ თავის დღის წესრგის „ხმამაღალი” განცხადებებით. ამ დროს დაბალპროცენტიანი პარტიები „ნაცმოძრაობის” დღის წესრიგს მისდევენ და უკვე მათ შორისაც არის გარკვეული განსხვავებები.

„ზოგიერთი მათგანი ცდილობს ანგარიში გაუწიოს ვითარებას და ხედავს, რომ დარღვევებისა და გაყალბების ხარისხი არ იყოს ისეთი მაღალი, რომ რადიკალურად ემოქმდება არჩევნების შედეგებზე და ხვდება, რომ გარკვეული შეთანხმებაა მისაღწევი, რადგან ისედაც მწვავე მდგომარეობააა ქვეყანაში. ზოგიერთი კი ამას ყურადღებას არ აქცევს და უფრო მეტად ამწვავებს მდგომარეობას. ამიტომ განსხვავებები არის. ერთ-ერთი პარტია (არ დავასახელებ) ცდილობს, რომ ყველაზე რადიკალური პოზიცია დაიკავოს, რათა რადიკალურად განწყობილი მოსახლეობის კეთილგანწყობა დაიმსახუროს. ასეთ ვითარებაში მე ვფიქრობ, რომ ქვეყნის ინტერესები სერიოზულად ილახება.

„რ”: რა როლს ასრულებს დიპლომატიური კორპუსისა და ელჩების შუამავლობა ოპოზიცია-ხელისუფლების მოლაპარაკებებში?

მ.ა: ჩვენი უბედურება რაში მდგომარეობს, იცით? ახლა ამერიკის ელჩმა რომ დაარტყას მუშტი მაგიდაზე და თქვას, „აბა, ახლა ყველანი პარლამნეტშიო”, როგორც პიონერები ისე შეცვივდებიან. ეს არის ჩვენი უბედურება. ასეთ მდგომარეობაში ჩავიგდეთ თავი. ელჩების ჩართულობა უარყოფითი არ არის, უარყოფითია დღევანდელი პოლიტიკური რეალობა.

„რ”: მოუწევს თუ არა ხელისუფლებას დათმობებზე წასვლა?

მ.ა: ხელისუფლების მხრიდან უნდა იყოს გარკვეული კომპრომისი. ამ შემთხვევაში კომპრომისი იმ 800 000 ამომრჩეველთან მიმართებაში, რომელმაც ოპოზიციას დაუჭირა მხარი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელახალი არჩევნები ჩატარდეს. პირველ რიგში ხელისუფლებამ უნდა გადათვალოს ხმები. ასევე უნდა დასაჯაოს ის ადამიანები, რომლებმაც სულ მცირე გაყალბება დაუშვეს. არ ვგულისხმობ მაინცდამაინც თამარ ჟვანიას, იქ სხვებიც არიან. ეს ხალხი უნდა დაისაჯოს, რადგან ბევრია იქ არაპროფესიონალი „ფეხებზე მკიდია” დამოკიდებულებით მყოფი ადამიანი.

წყარო: რეზონანსი