Statia.Ge

ინტერნეტ გაზეთი

View our latest offers
საზოგადოება

„ორკვირიანი ლოკდაუნი ქვეყანას ცოტას ამოასუნთქებს“ – გეგმავს თუ არა მთავრობა ქვეყნის ჩაკეტვას 21 ნოემბრიდან

ჯერჯერობით ხელისუფლება ქვეყნის რულ ჩაკეტვას არ აცხადებს, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ 21 ნოემბრის შემდეგ, როდესაც არჩევნების მეორე ტური ჩატარდება, ქვეყანაში ორი კვირით მაინც ლოკდაუნი გამოცხადდება. როგორც ჩანს, ეპიდემიოლოგები ხელისუფლებას ამას უკვე ურჩევენ, რადგანაც საავადმყოფოების მაქსიმალურად დატვირთვის შემთხვევაში სპეციალისტები ამბობენ, რომ სიკვდილიანობის რიცხვი ათასებამდე ავა. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სიტუაცია უკონტროლო არ გახდეს. მის თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სერიოზულად გაუარესდა, ყოველდღიურად 3 ათასი ახალი შემთხვევა ქვეყნისთვის მარტივი არ არის, ამიტომაც მოსახლეობას მოუწოდებს, რომ მისი ნათქვამი პირბადეების ყველგან ტარების შესახებ გაშარჟებული არ იყოს. ამბობს, რომ ახლა პირბადის ტარებაზე ეფექტური საშუალება არ არსებობს.

„ამ ეტაპზე ჯანდაცვის სისტემა უძლებს ამ ზეწოლას. რომ შევამსუბუქოთ ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლა, ამიტომაც არის წერტილოვანი შეზღუდვები და ამიტომაც ყველა უნდა დავემორჩილოთ იმ ძირითად 5 რეკომენდაციას, რასაც ხშირად გიჩვენებთ- პირბადე, დისტანცია, სანიტარული წესების დაცვა, მათ შორის, ხელების ხშირი დაბანა, დიდი თავშეყრები არა, ყველაფერი ღია სივრცეებში, დახურულში – არა.

თუ პირბადის 95%-იან ტარებაზე ავალთ დარწმუნებული იყავით, პანდემია უკან დაიხევს, არ გვექნება მძიმე შემთხვევები, ადრეულ ეტაპზე გამოვავლენთ, არ იქნება გარდაცვალების მზარდი მაჩვენებელი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი „რეზონანსთან“  აცხადებს,   რომ  დიდი რისკი ჩნდება, გარდაცვლილთა რაოდენობამ  ათასეულებს არ მიაღწიოს.  წინა თვეებთან შედარებით, 20 ჯერ მეტი პრობლემა გვაქვს და ამიტომ ანალიზების აღების, სასწრაფოს დროულად მისვლის და საავადმყოფოში გადაყვანის კიდევ უფრო მძიმე პრობლემები ემთხვევა. იმუნოლოგი ფიქრობს, რომ ორკვირიანი ლოკდაუნი ქვეყანას ცოტა ამოასუნთქებდა და გარკვეული ეკონომიკური დახმარების საშუალებით, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გამოკეთდებოდა.

„ჯერ კიდევ შეგვიძლია, რომ დაავადებული პაციენტების  25 პროცენტის საავადმყოფოში  დავაწვინოთ. ამიტომაც, სანამ სიტუაცია კიდევ დამძიმდება, სასწრაფოდ ის ადამიანები რომლებიც საავადმყოფოში არიან და მათთან  ვირუსი მსუბუქად მიდის,  ადგილები  უნდა გაათავისუფლონ. სიტუაცია კიდევ უარესი გახდება და ყველაფრისთვის  მზად უნდა ვიყოთ.

არ ვინტერესდები ვინაა ამ პრობლემებზე პასუხისმგებელი, ამ ქვეყნის გილშემატკვივარი ვარ, ამას ვერცერთი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ვერ უძლებს. რაც შეეხება სუბიექტურ პრობლემებს, ვნახეთ, რომ ხელისუფკლება პოლიტიკური სიტუაციის  მძევალია. ლოკდაუნის გამოცხადებას კუდები ებმება,  ამიტომ ვიმკით იმას რაც პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე მივიღეთ. ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთულია, ერთის მხრივ ეკონომიკა არ უნდა დავაზიანოთ და  მეორე მხრივ ადამიანების სიცოცხლეზე უნდა ვიზრუნოთ. თუ ჰოსპიტალიზაციური მზაობა კიდევ შენარჩუნდა ამ ეტაპზე გამკლავება შესაძლებელია. ორი კვირა ქვეყანამ უნდა ამოისინთქოს და სარესტორნო ბიზნესს  და სხვას   კომპესაცია დაურიგონ. საკორდინაციო საბჭოზე ალბათ ამაზე ისაუბრებენ“,-ამბობს კულუმბეგოვი.

მისივე თქმით, ჩევნამდე ვაქცინა მინიმუმ ნახევარი  წელი ვერ მოაღწევს.  ჰაიზერის ერთი ვაქცინას კიდევ 4 სხვა დაემატება. ამ ვაქცინებს წარმოება და ლოჯისტიკა სჭირდება. მანამდე კი ორიენტირებული მიმდინარე პრობლემებზე უნდა ვიყოთ და ვეცადოთ, რომ ამ ვირუსთან ვიბრძოლოთ.

ჯანდაცვის ექსპერტი აკაკაი ზოიძე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ახლა შეზღუდვა აუცილებელია, რადგანაც  რეალურად ისეთ ციფრებს ვუახლოვდებით, რომელსაც ჯადაცვის სისტემა ვერ გაუძლებს. მისი თქმით, არსებობსს რეალური საფრთხე, რომ  გაცილებით მეტი ადამიანი დაიღუპოს. ზოიძე  აცხადებს, რომ მართალია ასეთ შემთხვევაში ქვეყნის  სრულად ჩაკეტვაა გამოსავალი, მაგრამ ეს ქვეყნის ეკონომიკას დაანგრევს. ამიტომაც ჯობია, ასეთი წერტილოვანი შეზღუდვები – სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდეს.

„შეზღუდვა ღამის საათაებში, მასობრივი თავყრილობების შეზღუდვა და სახელმწიფოს მხრიდან პირბადის ტარების, დისტანციის დაცვის მაქსიმალურად გაკონტოროლება. ეს არის ძირითადი ფრონტი, რომ ჩვენ შევძლოთ შეიცვალოს ძირითადი ტენდენცია, რაც ახლა გვაქვს. რა თქმა უნდა, ყველაზე უკანასკნელი ზომა გადაადგილების შეზღუდვა უნდა იყოს. საქართველოში ასეთი ლოკდაუნი ქვეყანას მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩააგდებს. ვხედავთ ძალიან ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ ეს გადაწყვეტილება ისევ მიიღო. სასურველია ეს ყველაფერი თავიდან ავიცილოთ. ადამიანებმა რეკომენდაციები დაიცვან. მედიით, სოციალური მედიით ძალიან ხშირად უნდა მოვუწოდთ. უნდა იყოს ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი კამპანია დისტანცირებაზე და პირბადეებზე. ბევრს კიდევ არ სჯერა კოვიდის, ან სჯერა, რომ უბრალო გრიპზე უფრო საშიში არ არის. საზოგადოების ეს ნაწილი დანარჩენი საზოგადოებისთვის ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს”, – განაცხადა ზოიძემ „რეზონანსთან” საუბრისას.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით 37 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის   თბილისში –  13,  აჭარაში – 10, იმერეთში – 8, ქვემო ქართლში – 3, შიდა ქართლში -2, ხოლო კახეთში – 1 ადამიანი. დაავადებულთა რიცხვი კი 3 473-ით გაიზარდა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 73 154-ს შეადგენს.

სულ, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსით გარდაცვალების 636 შემთხვევა ფიქსირდება.

წყარო: რეზონანსი