Statia.Ge

ინტერნეტ გაზეთი

View our latest offers
საზოგადოება

რატომ ითვლება ალვანის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია ქართული საეკლესიო მხატვრობის უნიკალურ ნიმუშად

იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, რომელიც ახმეტაში, სოფელ ალვანში მდებარეობს, ქართული ხუროთმოძვრების უძველესი ძეგლია, რომელიც მე-8 საუკუნეში აუგიათ. ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა  და ნაგებია რიყის ქვით. მე-16 საუკუნეში ეკლესია განაახლეს და ლევან მეფის ბრძანებით მოხატეს 1529-1531 წლებში.

ეკლესიის მშვენება კანკელი კი, რომელიც ლევან მეფის შეკვეთით მოიხატა, ერთ-ერთი უიშვიათესი ნიმუშია ქართულ მხატვრობაში. კონქში გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით და ანგელოზებით, მეორე რიგში – ზიარებს სცენა “პურით და ღვინით”, მესამე რიგში – მსხვერპლის თაყვანისცემა. ამ სცენის ორივე მხარეს გამოსახული არიან წმინდანები იოანე ოქროპირი, წმინდა ნიკოლოზი და სხვები, რომელთაც ხელში უჭირავთ გრაგნილი ასომთავრული წარწერით.

დიდი ოსტატობითაა შესრულებული საკურთხევლის მოხატულობა, სადაც ჩვილი ქრისტე და ოქროს ბარძიმია გამოსახული. აქვეა ათორმეტ დღესასწაულთა სცენები, ხარება, შობა, მირქმა, ნათლისღება, ჯვარცმა, იერუსალიმში შესვლა, ამაღლება, სული წმინდის მოფენა.

ეკლესიის შუა ნაწილი კი შემკულია იშვიათი ორნამენტებით, რომელშიც ჩახატული იყო წმინდანთა 16 ბიუსტი. აქედან დღეს შემორჩენილია სოლომონის, დავითის, ანანაიას, წმინდა გიორგის და წმინდა დემეტრეს გამოსახულებები.

დასავლეთის კედელზე ღვთისმშობლის მიძინების დიდი კომპოზიციაა, მის ქვეშ გამოსახული იყო წმინდა ნინო, წმინდა კონსტანტინე და წმინდა ელენე.

კამარაზე სამი მედალიონით, დღეს მხლოდ ორია შემორჩენილი, ერთში ქრისტეა გამოსახული, მეორეში იოანე ნათლისმცემელი. კანკელზე შემორჩენილია ვედრების სცენა, 12 მოციქული და სერაფიმები.

ყველა მოხატულობა ნაირფერებშია შესრულებული, ჭარბობს, ოქრა, ღვინისფერი, ბაცი მწვანე, თეთრი და ცისფერი. წმინდანთა შარავანდედების და გვირგვინების შესამკობად გამოყენებული იყო ოქრო.

წყარო: რეზონანსი