Statia.Ge

ინტერნეტ გაზეთი

View our latest offers
საზოგადოება

როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც 112 გადატვირთულია?

„მესმის, რომ 112 და ასევე, ჩვენი ცხელი ხაზი ძალიან გადატვირთულია. ამიტომ უნდა ვეცადოთ და თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს თავისი ოჯახის ექიმის სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში საშუალოდ 2 500 ოჯახის ექიმია და თითოეული მათგანი 1000-დან 1500-მდე ადამიანს უვლის.

“როდესაც 112 გადატვირთულია და ვერ უკავშირდებით, პირდაპირ უნდა დაუკავშირდეთ ოჯახის ექიმს. მისი კონსულტაციის მიხედვით ვიმოქმედოთ. ვადასტურებ, რომ გადატვირთულობის გამო მოცდის დრო არის დიდი, მაგრამ ყველაფერს აკეთებს სამინისტრო, რომ ეს საკითხი ისე მოგვარდეს, რომ სამედიცინო დახმარებისადმი ადამიანებისთვის ხელმისაწვდომობა უფრო შემსუბუქდეს”,- განაცხადა გამყრელიძემ.