ავტორი: admin

აშშ უკრაინულ საზღვაო პორტებს მოდერნიზებას უტარებს, რათა ამერიკის სამხედრო ხომალდები მიიღონ

გამოცემა უნიანის ცნობით, ამერიკელთა იდეა, განავითარონ და დაეხმარონ უკრაინის საზღვაო ძალებს პორტების ინფრასტრუქტურის მოწყობაში დადგა დღის წესრიგში მას შემდეგ, როცა გასული წლის ნოემბერში მოხდა ინციდენტი ქერჩის სრუტეში, სადაც 3 უკრაინული მცურავი აპარატი შეიპყრეს რუსებმა.

მიუხედავად დაძაბულობის და სიტუაციის ესკალაციის უდიდესი საფრთხისა შავ ზღვაზე , ამერიკელები უკრაინულ ნავსადგურებს სრულ მოდერნიზებას უტარებენ, რათა მათ შეძლონ ამერიკული და ნატოს სამხედრო გემების მიღება , სრული მომსახურება.

ოჩაკოვოს სამხედრო -საზღვაო ბაზაზე ,რომელიც მდებარეობს ოდესიდან 40, ხოლო ყირიმიდან 100-მდე მილის მოშორებით, ამერიკელთა დაფინანსებით ხდება ახალი მისადგომებისა და მცურავი დოკების მშენებლობა. აგრეთვე აქტიურად მიმდინარეობს პორტის გარშემო უსაფრთხოების ზღუდეების დამონტაჟება , სამხედრო გემების შესაკეთებელი მოწყობილობების დაყენება და საზღვაო ოპერაციების ცენტრების ჩამოყალიბება, რომლითაც უკრაინული და ნატოს გემები შეძლებენ ერთობილივი ვარჯიშებისა თუ ოპერაციების ჩატარებას.

“5 წლის ბიჭი მძიმედაა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ჰყავთ” – ოზურგეთში მომხდარი საზარელი ავარიის დეტალები

ოზურგეთის რაიონის სოფელ ძიმითში, ბიძას, რომელსაც მცირეწლოვანი ძმისშვილები მდინარეზე საბანაოდ ტრაქტორით მიჰყავდა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა ოთხი პირი. სამს საავადმყოფოში პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწიათ და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია თუმცა, მძიმეა ერთი მცირეწლოვანი, რომელიც ამ დრომდე ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

“რომ შემოიყვანეს ბავშვი, ფუძის ძვლის მოტეხილობით იყო, მძიმე მდგომარეობაში. ძალიან მძიმედაა ახლაც, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ჰყავთ, ექიმები კარგ პროგნოზებს ვერ აკეთებენ”- აღნიშნა “გურიის მოამბესთან” საუბრისას დაშავებული 5 წლის ბიჭის ბიძამ.

ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ზურაბ ბუღადაშვილი ადვოკატის მომსახურებაზე უარს ამბობს

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილი ადვოკატის მომსახურებაზე უარს ამბობს.

დაკავებულის დედის თქმით, მიუხედავად ამისა, ოჯახი ეცდება ინტერესების დამცველის მომსახურებით ისარგებლოს დაკავებულმა.

დაკავებულებს ბრალი უკვე წარედგინათ. თუმცა, ისინი ბრალს არ აღიარებენ.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.