ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე მიიჩნევს, რომ ვაქცინის საქართველოში შემოტანის დაგვაინებაზე პასუხისმგებელი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრია. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს შორის დაპირისპირებაა, რაც ეპიდემიის მართვასა და კონკრეტულად ვაქცინაციის დაწყების პროცესს ხელს უშლის. როგორც ფხაკაძემ განმარტა, საჭირო იყო საქართველოს მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნებთან სახელმწიფოს პირველი პირების ჩართულობით ეწარმოებინა, რათა ვაქცინა მიეღო. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში განაცხადა.
„პირდაპირ ვამბობ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც მოხდა ნოემბერში და ასევე ის არის პასუხისმგებელი ვაქცინაციის პროცესზე. ვაქცინებთან დაკავშირებით მოლაპარაკებას ახორციელებენ სახელმწიფოები, წერტილი. თუ მის მიღმა ვინმე აწარმოებს მოლაპარაკებას ვაქცინის შემოტანაზე, ეს არის „ფეიკი“. ვაქცინის შესახებ მოლაპარაკებაში უნდა მონაწილეობდნენ პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები. ჩვენ მარტო ვერცერთი კომპანიისთვის ვერ ვიქნებით სანდო, ჩვენ უნდა ვმუშაობდეთ მაგალითად უკრაინასთან, რომლის უკან არის მოლდოვა. ჩვენ, ფაქტობრივად, გვერდით არავინ გყავს.