ოპოზიცია ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს და დიალოგზე წასასვლელად სამი მოთხოვნა აქვს – ნიკა მელიას გათავისუფლება, დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები და შეწყდეს პოლიტიკური დევნა. თუ მათ პირობებს ერთი საკითხი მაინც გამოაკლდება, მაშინ ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომას არ აპირებენ.