ქუთაისში ხალხმრავალი საპროტესო აქცია გაიმართა, სადაც შეკრებილმა მოსახლეობამ „ნამახვანიჰესის“ მშენებლობა გააპროტესტა. ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ამ ჰესის მშენებლობა ხელისუფლების გავლენიანი პირების პირადი ინტერესების დონეზეა გადაწყვეტილი, თუმცა, მისი თქმით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში პროტესტი არსწორი აქცენტებით იმართება.
ქუთაისის ცენტრალურ მოედანეზე შეკრებილი აქციის მონაწილეები ჰესების კასკადის თურქული კომპანია „ენკასთვის“ მშენებლობის ნებართვის გაუქმებას და რიონის ხეობიდან მის გასვლას ითხოვდნენ. მათ ულტიმატუმიც წაუყენეს ხელისუფლებას, რომ თუ ეს მოთხოვნები 2 კვირაში არ შესრულდა, ისევ შეიკრიბებიან და მშენებლობის ადგილის პიკეტირებას დაიწყებენ. მანამდე მცირე ჯგუფებად დაიყოფიან და რიონის ხეობაში მორიგეობას გააგრძელებენ.
რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის პროტეტსი 4 თვეზე მეტია გრძელდება და მოსახლეობის ნაწილი ღამეს კარვებში ათენებს, რათა კომპანიას სამუშაოების დაწყების საშუალება არ მისცეს.
„წმინდა ენერგეტიკის განვითარების თვალსაზრისით, ცხადია, ენერგეტიკის განვითარება ეკონომიკის განვთიარებაზე უნდა იყოს მიბმული და უზრუნველყოფდეს ამ ზრდას. გარდა ამისა, ეკონომიკურად რომ არ იყო ძალზედ დამოკიდებული გარე მომწოდებლებზე, ჩვენ გვჭირდება საბაზო ელექტროსადგურები, რომლებიც უზრნველყოფენ, რომ ბალანსი მეტნაკლებად დაცული იყოს.
„ამ მდგომარეობას მარტო ენგურჰესი არ ყოფნის და კიდევ ორი ჰესია სჭირო ამ ფუნქციის მატარებელი, მათ შორის ერთ-ერთი, წმინდა ენერგეტიკული პარამეტრებიდან გამომდინარე, შეიძლება იყოს „ნამარხვანჰესი“, თუ იგი თანამედროვე მიდგომებით და ტექნოლოგიებით აშენდება და მოემსახურება იმას, რომ ადამიანი ამ ქვეყანაში თავისი შრომით კარგად ცხოვრობდეს და არა ვიღაც კლანი, რომელიც მხოლოდ იმიტომ აშენებს ამ ჰესს, რომ ელექტროენერგია თურქეთში გაყიდოს და ფული ჯიბეში ჩაიდოს.
„მე თავად ვიყავი ქვეყნის სოციალ- ეკონომიკური განვითარების კონცეფციის ხელმძღვანელი და შესანიშნავ ენერგეტიკოსებთან ერთად გავაკეთეთ სათბობ- ენერგეტიკული ბაზის განვითარების პროგრამა. ამიტომ ზუსტად ვიცი საქართველოს ნებისმიერ რეგიონში რა როგორ უნდა განვითარდეს და რასთან უნდა იყოს ეს ყველაფერი მიბმული.
„პროექტი შეიძლება დაიხვეწოს, მაგრამ მთავარია რა მოაქვს ამ პროექტს რეგიონისთვის მაშინ, როცა ეკონომიკა გაყინულია, როცა მთლიანად დეინდუსტრიალიზებული ეკონომიკა გვაქვს.
„არაფერი ისმის მთავრობისგან რა გაკეთდა ამ მიმართულებით. ხელისუფლებამ დაიწყო ორი რამ – საქართველოს მოსახლოების ექსპორტი ევროპაში და ვიწრო კლანური ინტერესების ფარგლებში ჰესების მშენებლობა ელექტროენერგიის გამომუშავებისათვის არა საქართველოს ეკონომიკის აღსადგენად, არამედ თურქეთში გასაყიდად. ცხადია წინაღმდეგობას იწვევს ისიც, თუ რატომ ამ ფორმით, რატომ უნდა გადასცე 99 წლით ხეობა და რატომ უნდა შემოიყვანო ათასობით ადამიანი.
„ძალიან კარგია ეს პროტესტი, მაგრამ სამწუხაროდ, არსწორად არის დასმული საკითხები, იმიტომ, რომ დღეს პრობლემა ენერგეტიკის განვითარება კი არ არის, პრობლემა ხელისუფლება და ოპოზიციაა, რომელბიც თავის ფუნქციას ვერ ასრულებენ. ეკონომიკა უმძიმეს მდგომრეობაშია და უფრო მძიმე მდგომარეობაში იქნება. წლები გადის და მთავრობამ ვერ ჩამოაყალიბა საქართველოს განვითარების სტრატეგია და ვიწრო კლანური ინტერესების ფარგლებში კეთდება ყველაფერი“, – განაცხადა „რეზონანსთან“ დემურ გიორხელიძემ