Skip to content
Statia.ge

Statia.ge

cropped-0-Things-to-do-in-tbilisi-georgia-main-attractions-1.jpg
Primary Menu
  • კაბინეტი
  • Home
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიას შეუერთდა
  • საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიას შეუერთდა

admin თებერვალი 10, 2023

Share this:

  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
  • Click to share on X (Opens in new window) X
329684684_712328683719301_2712594691142745164_n
შინაგან საქმეთა სამინისტრო შეუერთდა საგზაო უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით დაწყებულ მასშტაბურ ერთიან საკომუნიკაციო კამპანიას – „უკეთესი და უსაფრთხო გზები საქართველოსთვის”, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის EIB-ის მხარდაჭერით ახორციელებს.
კამპანიის სლოგანია: “არ გაიმეორო შეცდომა”. მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება საგზაო წესების დაცვის აუცილებლობაზე და მოსახლეობის ინფორმირება საგზაო უსაფრთხოების მნიშვნელობის და რისკების შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტული მიმართულებაა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ აღრიცხულ იქნა სიჩქარის გადაჭარბების გამო მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული 526 პირი, ხოლო ამავე სამართალდარღვევის შედეგად დაიღუპა 57 ადამიანი.
არ გადააჭარბო სიჩქარეს!

About The Author

admin

See author's posts

Like this:

Like Loading...

Continue Reading

Previous: აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა რუსი ჰაკერების წინააღმდეგ სანქციები დააწესეს
Next: Google-მა ChatGPT-ის კონკურენტი ხელოვნური ინტელექტი Bard-ი წარმოადგინა

Related Stories

1.
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • ტექნოლოგია

5 ნაბიჯი CHATGPT-ის ეფექტურად გამოსაყენებლად

admin აპრილი 11, 2023
43xbqzx68c8fdw9
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება

როგორია მოქალაქეობის აღების წესები და პროცედურები ევროპის ქვეყნებში?

admin აპრილი 4, 2023
1_hqsNdkUaSIGArmitQ_bp7w
  • საზოგადოება
  • ტექნოლოგია

ChatGPT და ხელოვნური ინტელექტი – BTU ახალი პროექტების სერიას აანონსებს

admin იანვარი 21, 2023
| MoreNews by AF themes.
%d