Skip to content
Statia.ge

Statia.ge

cropped-0-Things-to-do-in-tbilisi-georgia-main-attractions-1.jpg
Primary Menu
  • კაბინეტი
  • Home
  • ChatGPT და ხელოვნური ინტელექტი – BTU ახალი პროექტების სერიას აანონსებს
  • საზოგადოება
  • ტექნოლოგია

ChatGPT და ხელოვნური ინტელექტი – BTU ახალი პროექტების სერიას აანონსებს

admin იანვარი 21, 2023 1 minute read

Share this:

  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
  • Click to share on X (Opens in new window) X
1_hqsNdkUaSIGArmitQ_bp7w

კვლევითი პროექტები, პანელური დისკუსიები, ჰაკათონები, ექსპერიმენტები და სტუდენტური კონკურსები, ახალი ციფრული პროდუქტების შექმნა და სხვა აქტივობები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული რევოლუციური პლატფორმის გარშემო იგეგმება.

იზრდება დისკუსია ახალი პროდუქტის, ChatGPT-ს გარშემო, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიური კვლევითი ორგანიზაციის, OpenAI-ს მიერ 2022 წელს შეიქმნა. მოდელი, რომელთან კომუნიკაციით დამუშავებული მეგამონაცემები, დროის უმცირეს მონაკვეთში მიეწოდება მომხმარებელს, შესაძლებლობას იძლევა სხვადასხვა სფეროს გარშემო ინფორმაციის მიღების, პროცესების დაგეგმვის, ახალი პროდუქტების შექმნის, კოდის დაწერის და სხვა ოპერაციების შესრულების, რასაც აღნიშნული დამხმარე ინსტრუმენტის გარეშე გაცილებით დიდი დრო და რესურსი დასჭირდებოდა. შესაძლებლობები და გამოწვევები ახალი ტექნოლოგიური ინსტრუმენტის გარშემო მრავალია. ერთი მხრივ, კვლევის საგანია ChatGPT-ს მიერ დამუშავებული ინფორმაციის სიზუსტე, აკურატულობა, ეთიკური საკითხები და სხვა. მეორე მხრივ, სტარტაპებისთვის, მრავალი მცირე თუ საშუალო კომპანისთვის, რომელსაც მწირი რესურსის ფონზე მრავალი ამოცანის შესრულება უწევს, აღნიშნული დამხმარე ინსტრუმენტი შესაძლოა გახდეს დროითი და სხვა დანახარჯების შემცირების, ინოვაციური პროდუქტების შექმნის, პროცესების გაუმჯობესების ინსტრუმენტი.

უნივერსიტეტში, აღნიშნული პროექტების სერია ხელოვნური ინტელექტის ლაბის მიერ იქნება ორგანიზებული და მისი მიზანია პროდუქტის კვლევა და ანალიზი, იმ შესაძლებლობებისა და რისკების თუ გამოწვევების დემონსტრირება, რომელიც OpenAI-ს მიერ შექმნილი პლატფორმის მასიურ გამოყენებას შეიძლება თან ახლდეს.

ცნობილია ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილი რამდენიმე ღონისძიების შესახებ ინფორმაცია:

  • პანელური დისკუსია ChatGPT-ს გარშემო; პანელისტები: თათია წმინდაშვილი, უფროსი მკვლევარი, Impel, ანა კოლხიდაშვილი, R&D გუნდის ლიდერი, Impel, ზაალ გაჩეჩილაძე, Pulsar AI-ს თანადამფუძნებელი. დისკუსიაზე დასწრება თავისუფალია, წინასწარ რეგისტრაციით. სარეგისტრაციო ფორმა;
  • სტუდენტური ჰაკათონი – GPT-3 (და მისი API) BTU-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების პროგრამის სტუდენტებისთვის;
  • სამეცნიერო კვლევითი პროექტი, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ბოტის გამოყენების შესაძლებლობების და რისკებს იკვლევს, აგრეთვე გაანალიზებს სწავლების მეთოდებს და ედტექის გლობალურ ბაზარს.

ზემოთხსენებული პროექტების გარდა, სხვადასხვა ინოვაციურ პროდუქტებს, უნივერსიტეტი ეტაპობრივად წარადგენს.

About The Author

admin

See author's posts

Like this:

Like Loading...

Post navigation

Previous: “ღვინის ზღვა” – შავი ზღვის რეგიონში ღვინის ტურიზმის პოპულარიზაციის ახალი შესაძლებლობები
Next: “ამაზონს“ შევთავაზეთ, საქართველოში თავიანთი ვებსერვისების რეგიონული მონაცემთა ცენტრის მოწყობის შესაძლებლობა განიხილოს – დავითაშვილი

Related Stories

1.
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • ტექნოლოგია

5 ნაბიჯი CHATGPT-ის ეფექტურად გამოსაყენებლად

admin აპრილი 11, 2023
43xbqzx68c8fdw9
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება

როგორია მოქალაქეობის აღების წესები და პროცედურები ევროპის ქვეყნებში?

admin აპრილი 4, 2023
0x0
  • მსოფლიო
  • ტექნოლოგია

როგორია Google-ის ახალი ჩატბოტი Bard და რით განსხვავდება ChatGPT-ისგან?

admin მარტი 27, 2023
| MoreNews by AF themes.
%d