მსოფლიო

ანზორ მელია: სანდროს რა ვუთხრა, დღეებს ითვლის, 6 დღეა, ნიკა სახლში არ ყოფილაო

ნიკა მელიას მამა, კარდიოლოგი ანზორ მელია აცხადებს, რომ ნიკა მელიას მხარდამჭერი განცხადებები დასავლეთიდან მას უმტკიცებს, რომ მსოფლიო ჩალით გადახურული არ არის.

“ნიკა მელია არის პოლიტპატიმარი. ნიკა მელია დამნაშავე არ არის. ნიკა მელიას მურუსიძის და ჩინჩალაძის სასამართლომ შეუფარდა პატიმრობა. პრემიერმინისტრი ჯერ დანიშნული არ იყო და ნიკას რა სიტყვებით მოიხსენიებდა. როგორ შეიძლება უდანაშაულო ადამიანს ტერორისტი უწოდო. დაამტკიცოს ღარიბაშვილმა, თორემ ჩვენ ახლო მომავალში მას თვითონ დავუმტკიცებთ, რა კორუმპირებულია”. – თქვა მან ფორმულას ეთერში, გადაცემა კომენტარში.

ანზორ მელია ასევე დარწმუნებულია, რომ ნიკა მელია სახლში მალე დაბრუნდება.

“ერთ კვირაში ნიკა იქნება სახლში, მე დარწმუნებული ვარ. თუ ამ მთავრობას კიდევ შერჩენია საღი აზროვნება, თუ ამ მთავრობაში არიან ადამიანები, რომელსაც ქვეყნის ბედი გულთან ოდნავ მაინც მიაქვს, მათ მიერ მიტაცებული სასამართლოთი ნიკა უნდა გაამართლონ. ამის შანსი ამ სასამართლოს აქვს.

ერთადერთი, რასაც განვიცდი – სანდროს რა უნდა ვუთხრა, დღეებს ითვლის და მეუბნება, 6 დღეა, ნიკა სახლში არ მოსულაო და ეს როგორ შეიძლებაო. ჩვენ ამ თემაზე არ ვსაუბრობთ, ტელევიზორიც გამორთული გვაქვს, როცა სანდრო ჩვენთან არის, მაგრამ ამ ბავშვმა რაღაც იცის. ადრე ჩვენთან სულ რჩებოდა ხოლმე, ახლა დედასთან ყოფნას ითხოვს”. – ამბობს ანზორ მელია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.