200 ტონა მარილი დავყარეთ – თბილისის მერია
თბილისის მერიის ინფორმაციით, ქუჩებსა და დედაქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად ხორციელდება და “თბილსერვის ჯგუფმა” დღეს, დაახლოებით, 200 ტონა ტექნიკური მარილი დაყარა.
„ამ ეტაპზე, ტექნიკური მარილი დაყრილია: სამადლოში, ბეთანიაში, წყნეთში, ტაბახმელაში, ოქროყანაში, კიკეთში, კოჯორში, სოფელ დიდგორსა და მუხათგვერდში. სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული სოფელ ლილოსა და აეროპორტის დასახლებაში. იწმინდება ასევე, დედაქალაქის ცენტრალური ქუჩები და შიდასაუბნო გზები.” ნათქვამია მერიის ინფორმაციაში“.