Skip to content
Statia.ge

Statia.ge

cropped-0-Things-to-do-in-tbilisi-georgia-main-attractions-1.jpg
Primary Menu
  • კაბინეტი
  • Home
  • რატომ დაიხია უკან ამერიკამ – შავ ზღვაში ამერიკულის ნაცლად ბრიტანული სამხედრო გემები შემოვა
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება

რატომ დაიხია უკან ამერიკამ – შავ ზღვაში ამერიკულის ნაცლად ბრიტანული სამხედრო გემები შემოვა

admin აპრილი 18, 2021 1 minute read

Share this:

  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
  • Click to share on X (Opens in new window) X
1

აშშ-ის ნაცვლად უკრაინის მხარდასაჭერად შავ ზღვაში სამხედრო-საზღვაო ფლოტს დიდი ბრიტანეთი გაგზავნის. სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ამას ამერიკელების მხრიდან უკან დახევად აფასებს და მიიჩნევს, რომ მხოლოდ ბრიტანეთის მხარდაჭერა არ იქნება საკმარისი კრემლის აგრესიული გეგმის შესაცვლელად.

„საინტერესო და გასაკვირი ფაქტი მოხდა – ამერიკელებმა უკან დაიხიეს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს პუტინის მუქარა და ძალის დემონსტრირება. გარდა ამისა, ჯო ბაიდენი ძალიან ჩქარობს პუტინთან პირადად შეხვედრას და საუბარს.

„პუტინმა რეალურად აშშ-ს საკმაოდ სერიოზული ჟესტი გაუკეთა, ჯერ აშშ-ის ელჩი გააძევა მოსკოვიდან ყოველგვარი ზედმეტი ახსნის გარეშე, ასევე მოსკოვმა არქტიკაში წყალქვეშა ნავებით ბირთვული დარტყმების დემონსტრირება მოახდინა აშშ-ის მიმართულებით.

„რუსეთმა აჩვენა აშშ-ს, რომ ის წავა სამხედრო მოქმედებებზე, რის შემდეგაც ამერიკელებლმა თავიანთი ორი ნაღმოსანი გაიხმეს შავი ზღვიდან და მათ ნაცვლად უკრაინას ევროპა დაეხმარება. ამერიკამ საფრთხე იგრძნო, სხვა ახსნა ამას ა აქვს. რუსებმა მათ უჩვენებს თავიანთი ძალა და აშშ-სთვის ეს საკმარისი აღმოჩნდა”, – აცხადებს მაისაია.

საკითხზე, თუ რამდენად მოახერხებს ბრიტანეთი უკრაინაში დაძაბულობის განმუხტვას, მაისასია ამბობს, რომ ვითარების გასანეიტრალებელი ძალა აშშ-ს უფრო აქვს, ვიდრე ევროპას, რადგან მას მეტი რესურსი გააჩნია.

„მე ვერ ვიტყვი, რომ ბრიტანეთის დახმარება დიდად შეცვლის ვითარებას უკრაინაში. თუმცა, „ცდა ბედის მონახვერეა”. ვითარების შეცვლა უფრო მეტად ამერიკას შეუძლია, რადგან მას ამის რესურსი და ძალა აქვს, რასაც ვერ ვიტყვით დიდ ბრიტანეთზე. ბრიტანეთის მხრიდან ეს უფრო პოლიტიკური ნებისა და სოლიდარობის გამოვლენაა,” – ამბობს მაისაია, „რეზონანსთან” საუბრისას.

ბრიტანული მედიის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს ორი საბრძოლო ხომალდი შავ ზღვაში მაისში, ბოსფორის გავლით გაემგზავრება.

About The Author

admin

See author's posts

Like this:

Like Loading...

Post navigation

Previous: სომხეთში ახალი აეს-ის აშენება გადაწყვიტეს – ქართველი ეკოლოგები გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის გამოგზავნას ითხოვენ
Next: ნავალნის მხარდასაჭერად 500-ათასიან აქციას აანონსებენ – „თუ ამან მასშტაბური ხასიათი მიიღო, ეს პუტინის რეჟიმისთვის სახიფათოა“

Related Stories

1.
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • ტექნოლოგია

5 ნაბიჯი CHATGPT-ის ეფექტურად გამოსაყენებლად

admin აპრილი 11, 2023
43xbqzx68c8fdw9
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება

როგორია მოქალაქეობის აღების წესები და პროცედურები ევროპის ქვეყნებში?

admin აპრილი 4, 2023
0x0
  • მსოფლიო
  • ტექნოლოგია

როგორია Google-ის ახალი ჩატბოტი Bard და რით განსხვავდება ChatGPT-ისგან?

admin მარტი 27, 2023
| MoreNews by AF themes.
%d