Skip to content
Statia.ge

Statia.ge

cropped-0-Things-to-do-in-tbilisi-georgia-main-attractions-1.jpg
Primary Menu
  • კაბინეტი
  • Home
  • საქართველო კრემლის „შავ სიაში“ – რა შეზღუდვები შეიძლება დაუწესდეს რუსეთში ჩვენს მოქალაქეებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს
  • მსოფლიო

საქართველო კრემლის „შავ სიაში“ – რა შეზღუდვები შეიძლება დაუწესდეს რუსეთში ჩვენს მოქალაქეებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს

admin აპრილი 28, 2021

Share this:

  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
  • Click to share on X (Opens in new window) X
1

ოფიციალური მოსკოვი რუსეთისადმი არამეგობრულად განწყობილი ქვეყნების სიას ადგენს და მასში, სავარაუდოდ, საქართველოც მოხვდება. ამაზე მიუთითებს თუნდაც 27 აპრილს ქვეყნის მთავარ სახელისუფლებო არხზე – „რასია 1″-ზე გასული ანალიტიკური გადაცემის შინაარსი. ამ „შავ სიაში” მოხვედრილი ქვეყნების ოფიციალურ სტრუქტურებსა და რიგით მოქალაქეებს კი გარკვეული შეზღუდვები და აკრძალვები დაუწესდებათ. ამან კი შესაძლოა რუსეთში მცხოვრებ ქართველებს სერიოზული პრობლემები შეუქმნას.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთისადმი არამეგობრულად განწყობილი ქვეყნების სიის შედგენა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის 23 აპრილის განკარგულებით დაევალა. სამშაბათს კი რამდენიმე რუსულმა გამოცემამ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ის ათი ქვეყანა დაასახელა, რომელთა შეყვანაც „შავ სიაში” უკვე გადაწყვეტილია – აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია, პოლონეთი, ჩეხეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი და უკრაინა.

ამავე წყაროების ცნობით, ეს სია საბოლოო არაა და მასზე მუშაობა გრძელდება.

რა სანქციები და აკრძალვები დაუწესდებათ სიაში შესული ქვეყნების ოფიციალურ სტრუქტურებს და რიგით მოქალაქეებს, ბოლომდე გარკვეული ესეც არაა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ რუსეთისადმი არამეგობრულად განწყობილ ქვეყნებს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე მათ საელჩოებსა და საკონსულოებში, აეკრძალებათ შრომითი ხელშეკრულების გაფორმება რუსეთის მოქალაქეებთან. თუმცა, რუსული მედიის ცნობით, იქნება სხვა შეზღუდვებიც, რომლებზე მუშაობაც ახლა მიმდინარეობს

გარდა ამისა, „იზვესტია” ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ „თუ ქვეყნები ანტირუსულ რიტორიკას შეწყვეტენ, შესაძლოა სია გადაიხედოს და არამეგობრული ქვეყნებიდან გაიყვანონ”.

ამის პარალელურად, სამშაბათს „რასია 1″-ზე ანალიტიკურ გადაცემაში „60 წუთი”, რუსმა პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა შეადგინეს სია, თუ რომელი ქვეყნები უნდა ჩაითვალოს რუსეთისადმი არამეგობრულად განწყობილად და ამ სიაში საქართველოც მოხვდა.

როგორც ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რუსეთში დამოუკიდებელი ექსპერტის მცნება არ არსებობს და ამიტომაც დიდი ალბათობაა, რომ ექსპერტების მიერ ტელეგადაცემისას ჩამოთვლილი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველოც, რუსეთისადმი არამეგობრულად განწყობილი ქვეყნების ოფიციალურ სიაში შეიყვანონ.

„რუსეთში, როგორც ავტორიტარულ ქვეყანაში, ჩვენგან განსხვავებით, დამოუკიდებელ ექსპერტის მცნება არ არსებობს. მათი მხრიდან ამ სიების შექმნა ნიშნავს იმას, რომ კრემლი ამ ქვეყნებზე ტესტირებას აკეთებს. კრემლს ასეთი არასასურველი პირების შავი სიები დიდი ხანია შექმნილი აქვს და ახლა უკვე ასეთ სიებს ქვეყნებზე აკეთებს. რუსი ექსპერტების მიერ გადმოცემული სია კი ერთგვარი ტესტირებაა – ეს ამ ქვეყნებისთვის ერთგვარი სიგნალია და პარალელურად იმის შემოწმებაც, თუ შიდა საზოგადოებას რა რეაქცია ექნება.

„კრემლი ამას უფრო შიდა მოხმარებისთვის აკეთებს, ანუ კრემლი შიდა საზოგადოებრივ აზრს ქმნის, რომლის მეშვეობითაც შეძლებს პოლიტიკური ქმედებების განხორციელებას.

„რაც შეეხება საქართველოს და რუსეთში მცხოვრებ ქართველებს, დიდი ალბათობით ამ სიაში საქართველოს შეიყვანს. ალბათ იქნება საუბარი იმაზე, რომ ადგილობრივი ქართველები გამოიყენოს იმისათვის, რომ მოახდინოს ირიბი ან პირდაპირი ზეწოლა და რუსეთში არსებულ დისპორაში შექმნას სიტუაცია, რომ, მაგალითად, ქართველი წარმოშობის რუს ბიზნესმენებს უთხრას, რომ გადაუხადეთ თანხა საქართველოში პრორუსულ პოლიტიკურ პარტიას, რომ პოლიტიკურ ველზე იმოქმედოს. ან, მაგალითად, ქართული წარმოშობის რუსი სამხედროები გარკვეული ჯაშუშური საქმიანობისთვის გამოიყენონ, ან იქ მცხოვრებ ქართველებზე გარკვეული ზეწოლა განახორციელოს.

„ყველა ვარიანტში ამ სიაში პირველი ამერიკა და ბრიტანეთი შევლენ. თავისთავად ცხადია, რომ საქართველოს და უკრაინასაც შეიყვანს, ალბათ ბალტიის სახელმწიფოებსაც, პოლონეთს, ჩეხეთს და ბულგარეთსაც, ანუ ისეთ ქვეყნებს, ვისთანაც ამ ეტაპზე არამეგობრული ურთიერთობა აქვს.

„ეს სია იმისთვისაა, რომ საზოგადოებრივი აზრი შექმნას, რომ მტრულ გარემოში არიან და ამ მტრული სახელმწიფოებისგან ჩვენი სახელმწიფო უნდა დავიცვათ და აქტიური ქმედებები უნდა გავატაროთ, რომ ამ ქვეყნების გავლენა გავანეიტრალოთო.

„ჩვენ რუსეთთან დიპლომატიური და ეკონომიკური წარმომადგენლობა არ გვყავს, ამიტომ ამ კუთხით თუ რამე შეიზღუდება, ჩვენზე მაინცდამაინც არ იმოქმდებს. არ მგონია კარასინი-აბაშიძის ფორმატს რამე საფრთხე შეექმნას, რადგან მოლაპარაკების ეს ფორმატი ეს უფრო მათ ინტერესებშია. ასევე ჟენევის ფრმატშიც არაფერი ისეთი არ იქნება. სხვა ქვეყნებს რაც შეეხება, შესაძლოა ამ კუთხით მათზე მკაცრი რეპრესიული ზომები გაატაროს”, – განაცხადა მაისაიამ.

About The Author

admin

See author's posts

Like this:

Like Loading...

Continue Reading

Previous: ნავალნის მხარდასაჭერად 500-ათასიან აქციას აანონსებენ – „თუ ამან მასშტაბური ხასიათი მიიღო, ეს პუტინის რეჟიმისთვის სახიფათოა“
Next: რა წერია ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიების დასკვნაში – „ამის გათვალისწინება მოუწევს როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას“

Related Stories

1.
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • ტექნოლოგია

5 ნაბიჯი CHATGPT-ის ეფექტურად გამოსაყენებლად

admin აპრილი 11, 2023
43xbqzx68c8fdw9
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება

როგორია მოქალაქეობის აღების წესები და პროცედურები ევროპის ქვეყნებში?

admin აპრილი 4, 2023
0x0
  • მსოფლიო
  • ტექნოლოგია

როგორია Google-ის ახალი ჩატბოტი Bard და რით განსხვავდება ChatGPT-ისგან?

admin მარტი 27, 2023
| MoreNews by AF themes.
%d