Skip to content
Statia.ge

Statia.ge

cropped-0-Things-to-do-in-tbilisi-georgia-main-attractions-1.jpg
Primary Menu
  • კაბინეტი
  • Home
  • რა წერია ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიების დასკვნაში – „ამის გათვალისწინება მოუწევს როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას“
  • პოლიტიკა

რა წერია ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიების დასკვნაში – „ამის გათვალისწინება მოუწევს როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას“

admin მაისი 2, 2021 1 minute read

Share this:

  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
  • Click to share on X (Opens in new window) X
1

ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიების დასკვნის გათვალისწინება არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ოპოზიციასაც მოუწევს… მთავარი კი ისაა, მოესწრება თუ არა საარჩევნო კოდექსისა და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა წელს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებამდე – ასე აფასებს კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი.

ეუთო/ოდირის და ვეენციის კომისიამ ხელისუფლების მიერ ინიცირებულ საარჩევნო კოდექსზე 26-გვერდიანი ერთობლივი დასკვნა გამოაქვეყნა. მათი შეფასებით, საარჩევნო კოდექსში ცვლილებებში აქამდე გაწეული რეკომენდაციები დაკმაყოფილებულია, თუმცა ბევრი ფუნდამენტური საკითხი ჯერ კიდევ მოუგვარებელი რჩება.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამ მიმართულებით, მეტად ყოვლისმომცველი და სისტემური რეფორმების გატარება ჯერ კიდევ აუცილებელია და ასევე აღნიშნულია, რომ დაინიცირებული სარჩევნო ცვლილებები უფრო მეტად მიმართულია არსებული პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, ვიდრე კანონმდებლობის სრულფასოვან მიმოხილვაზე დაფუძნებული ფუნდამენტური ცვლილებებისკენ.

მმართველ პარიაში ამ დასკვნას პოზიტიურად აფასებენ. პარლამენტის ვიცე სპიკერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია და ეს დასკვნები კანონპროექტების მიღების პროცესში აქტიურად იქნება განხილული.

„ეუდო/ოდირის და ვენეციის კომისიის დასკვნები არის პოზიტიური, რეკომენდაციებიც არის ძალიან კონსტრუქციული და საქმიანი. ჩვენი გუნდი პარლამენტში დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას და ეს დასკვნები იქნება განხილული კანონპროექტების მიღების პროცესში.

„ეს დასკვნები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სწორი ინიციატივები შეიტანა კანონპროექტში, რაც არის შეფასებული დადებითად და მოცემულია საქმიანი რეკომენდაციები, რასაც დიდი ყურადღებით განვიხილავთ პარლამენტში“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

დემეტრაშვილის შეფასებით, საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების შინაარსზე მეტად, დღეს უფრო მნიშნელოვანი ამ ცვლილებების განხორციელების ვადებია.

„მხოლოდ ზოგადი შეფასებით შემოვიფარგლები, რადგან საკმაოდ დიდი დოკუმენტია და მთლიანად ეხება საარჩევნო სისტემას, რომელმაც ხელი უნდა შეუწყობს თანამედროვე საარჩევნო რეფორმების განხორციელებას საქართველოში. ამიტომ, ყველა შენიშვნის და რეკომენდაციის გათავალისწინება, რომელიც დაიდო ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიების მიერ, მოუწევს როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას.

„რაც შეეხება შენიშვნებს, რომელიც ეხება ცესკოს თავმჯდომარისა და მისი წევრების არჩევის წესს, აქ მთავარია, როდის უნდა განხორციელდეს ეს ცვლილება – ადგილობრივი არჩევნების დროს, თუ მომავალ არჩევნებში. ცესკოს  თავმჯდომარე თამარ ჟვანიას კიდევ აქვს გარკვეული ვადა იყოს ამ თანამდებობაზე, რასაც ოპოზიცია არ დათანხმდება“, – განაცხადა ავთანდილ დემეტრაშვილმა.

About The Author

admin

See author's posts

Like this:

Like Loading...

Post navigation

Previous: საქართველო კრემლის „შავ სიაში“ – რა შეზღუდვები შეიძლება დაუწესდეს რუსეთში ჩვენს მოქალაქეებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს
Next: შემზარავი ფაქტი თბილისში – 30 წლის მამაკაცი ბავშვებს ტკბილეულით იტყუებდა და მათზე სექსუალურად ძალადობდა

Related Stories

43xbqzx68c8fdw9
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება

როგორია მოქალაქეობის აღების წესები და პროცედურები ევროპის ქვეყნებში?

admin აპრილი 4, 2023
a1638289918
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა

ასოცირებული ტრიოს მაღალი დონის შეხვედრები აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ – რა მოლოდინი აქვთ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას

admin დეკემბერი 1, 2021
a1637488069
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება

იქნება თუ არა ახალი კრიზისი – რა გეგმა აქვს ენმ-ს და რას დაუპირისპირებს მას „ოცნება“

admin ნოემბერი 21, 2021
| MoreNews by AF themes.
%d