მსოფლიო საზოგადოება

ნორვეგიაში, სოციალურ ქსელებში ფილტრით დამუშავებული ფოტოების გამოქვეყნება კანონით აიკრძალა

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ეპო­ქამ ფო­ტო­ებ­ზე სხვა­დას­ხვა ფილტრის გა­მო­ყე­ნე­ბა ერ­თგვარ ტრენ­დად აქ­ცია. რთუ­ლია, იპო­ვოთ სოცქსე­ლე­ბის მომ­ხმა­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც მათ­ზე უარს ამ­ბობს და მე­გობ­რებ­სა, თუ გა­მომ­წე­რებს ბუ­ნებ­რივ ფო­ტო­ებს უზი­ა­რებს.

სქე­ლი ტუ­ჩე­ბი, პრი­ა­ლა კანი, ლა­მა­ზი მუ­ცე­ლი, გრძე­ლი ფე­ხე­ბი და ა.შ – ეს ყვე­ლა­ფე­რი ფილტრე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით თი­თის დაკ­ლი­კე­ბი­თაა მიღ­წე­ვა­დი. ზოგ­ჯერ ფილტრი საკ­მა­ოდ ბუ­ნებ­რივ ეფექტსაც იძ­ლე­ვა და რთუ­ლია მიხ­ვედ­რა, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია თუ არა ის, თუმ­ცა უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, მარ­ტი­ვად შე­სამ­ჩნე­ვია.

ბევ­რი ადა­მი­ა­ნის მო­საზ­რე­ბით, ფილტრე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მომ­ხმა­რებ­ლებს ერ­თნა­ირს ხდის, თით­ქოს ყვე­ლა­ნი ერ­თმა­ნეთს ვემ­სგავ­სე­ბით და უნი­კა­ლურ ვი­ზუ­ა­ლურ შტრი­ხებს ვკარ­გავთ.

  • კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც ფილტრის გა­მო­ყე­ნე­ბას კრძა­ლავს

ნორ­ვე­გი­ა­ში მი­ი­ღეს კა­ნო­ნი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ინფლუ­ენ­სე­რებს აეკ­რძა­ლათ სხვა­დას­ხვა მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­თავ­სე­ბა, ხოლო თუ მა­ინც ასე მო­იქ­ცე­ვი­ან, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­უ­თი­თონ, რომ ფოტო და­მუ­შა­ვე­ბუ­ლია და რომ ესა თუ ის ფილტრი აქვთ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

კა­ნო­ნი ვრცელ­დე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ყვე­ლა პლატ­ფორ­მა­ზე და მისი მი­ზა­ნია, ახალ­გაზ­რდებ­ში ხელი შე­უ­წყოს თა­ვი­ან­თი ვი­ზუ­ა­ლის ისე­თად მი­ღე­ბას, როგoრე­ბიც რე­ა­ლუ­რად არი­ან.

26 წლის ნორ­ვე­გი­ე­ლი ინფლუ­ენ­სე­რი, მე­დე­ლინ პე­დერ­სე­ნი ამ­ბობს, რომ მსგავ­სი კა­ნო­ნის მი­ღე­ბა კარ­გი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. მისი თქმით, ახალ­გაზ­რდე­ბი სა­კუ­თარ რე­ა­ლურ გა­რეგ­ნო­ბას ადა­რე­ბენ არა­რე­ა­ლის­ტურ ფო­ტო­ებს და როცა სარ­კე­ში ხე­და­ვენ, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში ისე არ გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან, რო­გორც ფილტრი­ან ფო­ტო­ებ­ზე, იმედ­გაც­რუ­ე­ბულ­ნი რჩე­ბი­ან და ამის გამო, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი ექ­მნე­ბათ.

ნორ­ვე­გი­ე­ლი ინფლუ­ენ­სე­რი, მე­დე­ლინ პე­დერ­სე­ნი

 

“ინ­სტაგ­რა­მის“ გამო პი­რა­დად მე მქონ­და ეს პრობ­ლე­მა და არ მომ­წონ­და სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლი, გა­რეგ­ნო­ბა. ყვე­ლა­ზე ცუდი ის იყო, რომ არ ვი­ცო­დი, თუ სხვა გო­გო­ნე­ბიც სხე­უ­ლის ფორ­მე­ბის გა­სა­ლა­მა­ზებ­ლად ფილტრებს იყე­ნებ­დნენ. ამი­ტო­მაც, ვფიქ­რობ, რომ ჩვენ გვჭირ­დე­ბო­და ეს კა­ნო­ნი“, – ამ­ბობს ინფლუ­ენ­სე­რი.

მე­დე­ლი­ნის თქმით, ის ფო­ტო­ებს ფერს უც­ვლის, თუმ­ცა არას­დროს იყე­ნებს ფილტრს, რო­მე­ლიც მას სა­ხის მოყ­ვა­ნი­ლო­ბას, ნაკ­ვთებს ფორ­მას შე­უც­ვლის.

  • ნორ­ვე­გი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ კა­ნო­ნის მი­ღე­ბის მი­ზა­ნია, ადა­მი­ა­ნებ­მა შე­წყვი­ტონ ოც­ნე­ბა იდე­ა­ლურ სხე­ულ­სა და გა­რეგ­ნო­ბა­ზე.

გარ­და ინფლუ­ენ­სე­რე­ბი­სა, ეს კა­ნო­ნი ეხე­ბა ყვე­ლას, ვინც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვის პოს­ტებს, ფო­ტო­ებს არეკ­ლა­მებს.

ამას­თან, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, 18 წლამ­დე ადა­მი­ა­ნებ­ზე სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ფო­ტო­ე­ბი უდი­დეს გავ­ლე­ნას ახ­დენს და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით უმ­ძი­მეს ვი­თა­რე­ბა­ში ამ­ყო­ფებს, ვი­ნა­ი­დან ფო­ტო­ებ­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი მომ­ხიბ­ვლე­ლი გა­რეგ­ნო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი მათ­თვის სა­ოც­ნე­ბოა და ფიქ­რო­ბენ, რომ თა­ვად იდე­ა­ლუ­რე­ბი არ არი­ან.

ყო­ვე­ლი­ვე კი ხელს უშ­ლით, იყონ მო­ტი­ვი­რე­ბულ­ნი და წარ­მა­ტე­ბულ­ნი. გარ­და ამი­სა, ისი­ნი ცდი­ლო­ბენ მი­მარ­თონ მკაცრ დი­ე­ტას იმის­თვის, რომ ფო­ტო­ებ­ზე აღ­ბეჭ­დილ ადა­მი­ა­ნებს და­ემ­სგავ­სონ.

წყა­რო.BBC.com

%d bloggers like this: