Skip to content
Statia.ge

Statia.ge

cropped-0-Things-to-do-in-tbilisi-georgia-main-attractions-1.jpg
Primary Menu
  • კაბინეტი
  • Home
  • ჯეფ ბეზოსის კომპანიის სარჩელის გამო, NASA-მ ილონ მასკის SPACEX-თან კონტრაქტი შეაჩერა
  • ბიზნესი
  • მსოფლიო
  • ტექნოლოგია

ჯეფ ბეზოსის კომპანიის სარჩელის გამო, NASA-მ ილონ მასკის SPACEX-თან კონტრაქტი შეაჩერა

admin აგვისტო 21, 2021 1 minute read

Share this:

  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
  • Click to share on X (Opens in new window) X
bezos-musk

ჯეფ ბეზოსის კომპანიის, Blue Origin-ის სარჩელის გამო, NASA-მ ილონ მასკის კომპანია SpaceX-თან დადებული კონტრაქტი და სამუშაო პროცესი დროებით შეაჩერა.

NASA-ს განმარტებით, მხარეებს შორის შეთანხმებას საფუძველზე, SpaceX-თან თანამშრომლობა სასამართლო პროცესის დასრულებამდე, პირველ ნოემბრამდე, არ გაგრძელდება.

აშშ-ს ფედერალურ სააპელაციო სასამართლოში სარჩელის შეტანის მიზეზი მთვარეზე ასტრონავტების გაგზავნის $3-მილიარდიანი კონტრაქტია, რომელშიც ბეზოსის მთავარი კონკურენტის, ილონ მასკის კომპანიამ გაიმარჯვა.

Blue Origin-ის წარმომადგენლების მტკიცებით, გამარჯვებულის შერჩევის პერიოდში NASA-მ დაარღვია სამართლიანი კონკურენციისა პრინციპები და SpaceX-ს მიანიჭა დაუმსახურებელი უპირატესობა, რაც ეწინააღმდეგება აშშ-ს კანონმდებლობას.

გარდა ამისა, ბეზოსის კომპანიაში განმარტავენ, რომ მთვარეზე გამგზავრების მისიაში მხოლოდ ერთი კომპანიის ჩართვით იზღუდება კონკურენტული ბაზარი, რაც NASA-ს ხარჯების ზრდას და პროექტის გაჭიანურებას გამოიწვევს, რადგან SpaceX-ს არ მოუწევს Blue Origin-ისა თუ სხვა კომპანიებისთვის კონკურენციის გაწევა.

მთავრობის ანგარიშვალდებულები სამსახურის [GAO] შეფასებით, საქმის დეტალების შესწავლა დაიწყო, თუმცა პირველადი დაკვირვება ცხადყოფს, რომ გამარჯვებულის შერჩევის პროცესში აშკარა კანონდარღვევები არ გამოვლენილა.

აღსანიშნავია, რომ კონტრაქტში გამარჯვების სანაცვლოდ, ბეზოსმა NASA-ს 2 მილიარდ დოლარამდე ხარჯების საკუთარი სახსრებით დაფარვა შესთავაზა. მიუხედავად ამისა, არჩევანი მაინც SpaceX-ზე შეჩერდა.

ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, მთვარეზე გაფრენის მისია ისტორიული მნიშვნელობისაა, რადგან 1972 წლის შემდეგ ასტრონავტების მთვარეზე დაბრუნება პრესტიჟთან და რეპუტაციასთანაა დაკავშირებული.

ის კომპანია, რომელიც განახორციელებს ამ მისიას, მარკეტინგული თვალსაზრისით, უდიდეს სარგებელს მიიღებს.


ბეზოსისა და მასკის ქიშპობა მხოლოდ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის წოდებისთვის კონკურენცია კი არ არის, არამედ ორივე მილიარდერი “კოსმოსურ რბოლაში” გამარჯვებასაც ცდილობს.

ბეზოსმა 20 მილიარდ დოლარამდე ღირებულების კომპანია Amazon-ის აქციები გაყიდა. მიღებული თანხის უდიდესი ნაწილი კი მოახმარა Blue Origin-ის დაფინანსებას, რომელიც მასკის SpaceX-ის უმთავრესი კონკურენტია.


20 ივლისს, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, Amazon-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი საკუთარი კომპანიის, Blue Origin-ის ხომალდით კოსმოსში გაფრინდა.

ხომალდის ბორტზე ბეზოსი, მისი ძმა,  82 წლის ქალი-ინსტრუქტორი, უოლი ფანკი და 18 წლის სტუდენტი, ოლივიე დაემეინი იმყოფებოდნენ.

დაემეინი ყველაზე ახალგაზრდა, ხოლო ფანკი ყველაზე ხანდაზმული ადამიანები გახდნენ, რომლებმაც კოსმოსში იმოგზაურეს.

გარდა ამისა, ბეზოსი მსოფლიოს პირველი უმდიდრესი ადამიანია, რომელმაც დედამიწის ორბიტა დატოვა, თანაც საკუთარი კომპანიის მიერ შექმნილი ხომალდით.

აღსანიშნავია, რომ ბეზოსს დაგეგმილი ჰქონდა, გამხდარიყო მსოფლიოს პირველი მილიარდერი და მეწარმე, რომელიც კოსმოსში გაფრინდებოდა, თუმცა Virgin Galactic-ის დამფუძნებელმა, სერ რიჩარდ ბრანსონმა მას ზუსტად 9 დღით დაასწრო.

About The Author

admin

See author's posts

Like this:

Like Loading...

Post navigation

Previous: ნორვეგიაში, სოციალურ ქსელებში ფილტრით დამუშავებული ფოტოების გამოქვეყნება კანონით აიკრძალა
Next: 74 გარდაცვლილი ერთ დღეში – რამდენ ხანს გაუძლებს სისტემა ასეთ დატვირთვას

Related Stories

1.
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • ტექნოლოგია

5 ნაბიჯი CHATGPT-ის ეფექტურად გამოსაყენებლად

admin აპრილი 11, 2023
43xbqzx68c8fdw9
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება

როგორია მოქალაქეობის აღების წესები და პროცედურები ევროპის ქვეყნებში?

admin აპრილი 4, 2023
0x0
  • მსოფლიო
  • ტექნოლოგია

როგორია Google-ის ახალი ჩატბოტი Bard და რით განსხვავდება ChatGPT-ისგან?

admin მარტი 27, 2023
| MoreNews by AF themes.
%d