Skip to content
Statia.ge

Statia.ge

cropped-0-Things-to-do-in-tbilisi-georgia-main-attractions-1.jpg
Primary Menu
  • კაბინეტი
  • Home
  • თურქმენეთის სასამართლომ ინტერნეტის მოხმარება აუკრძალა 20 ბიზნესმენს
  • მსოფლიო
  • ტექნოლოგია

თურქმენეთის სასამართლომ ინტერნეტის მოხმარება აუკრძალა 20 ბიზნესმენს

admin ნოემბერი 18, 2021 1 minute read

Share this:

  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
  • Click to share on X (Opens in new window) X
eyJidWNrZXQiOiJjb250ZW50Lmhzd3N0YXRpYy5jb20iLCJrZXkiOiJnaWZcL1ZQTi5qcGciLCJlZGl0cyI6eyJyZXNpemUiOnsid2lkdGgiOiIxMjAwIn19fQ==

თურქმენეთის სასამართლომ 2025 წლამდე აუკრძალა ინტერნეტის მოხმარება ოც ბიზნესმენს, რომლებსაც VPN-ის გამოყენებაში ედებათ ბრალი. მათ სახლებში საინტერნეტო ქსელი გაუთიშეს, მათი ოჯახის წევრებს გაუთიშეს მობილური ინტერნეტი, თავად მათ ჩამოართვეს სმარტფონები და შეუცვალეს ძველი ტელეფონებით, რომლებსაც არა აქვს ინტერნეტის ფუნქცია.

როგორც რადიო თავისუფლების თურქმენული სამსახური იტყობინება, ეს მოხდა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში. რედაქციის წყარო იუწყება, რომ მინიმუმ 22 მსგავსი შემთხვევა მოხდა სხვა რეგიონებშიც. რედაქციის წყაროები ამ ზომებს ხსნიან ხელისუფლების სურვილით, ხელი შეუშალონ პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუხამედოვის კრიტიკის შემცველი მასალების გავრცელებას. ბიზნესმენებს, რომლებსაც დაუწესდათ აკრძალვები, წვდომა აქვთ ასლების გასაკეთებელ ტექნიკასთან და ინტერნეტის გამოყენებით შეეძლოთ პროკლამაციების ბეჭდვა, ხსნის რედაქცია ძალოვანი სტრუქტურების ლოგიკას.

თურქმენეთის ხელისუფლება ინტერნეტზე და სოცქსელებზე კონტროლს ამკაცრებს სოცქსელებში ოპოზიციური განწყობილებების ზრდის ფონზე. მთელს ქვეყანაში შენელდა ინტერნეტის სიჩქარე, აშხაბადი უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგებისგან ხელწერილებს იღებენ იმის თაობაზე, რომ არ შევლენ სოცქსელებში, რეგიონების საბიუჯეტო ორგანიზაციებს აჩვენებენ ბლოგერების ფოტოებს, რომელთა ყურება არ შეიძლეა YouTube-ზე.

ამავე დროს იზრდება ზეწოლა ოსტატებზე, რომლებიც VPN-ის აპლიკაციებს აყენებენ ტელეფონებზე, ასევე ე.წ. პროქსი სერვერების მომხმარებლებზე. აგვისტოში რადიო თავისუფლების თურქმენული რედაქცია იტყობინებოდა, რომ ხელისუფლება მოსახლეობისგან მოითხოვს, ყურანზე დაიფიცოს, რომ არ გამოიყენებენ VPN სერვისებს.

About The Author

admin

See author's posts

Like this:

Like Loading...

Post navigation

Previous: შიმშილობა აქციების ნაცვლად – ენმ ბრძოლის ტაქტიკას ცვლის
Next: იქნება თუ არა ახალი კრიზისი – რა გეგმა აქვს ენმ-ს და რას დაუპირისპირებს მას „ოცნება“

Related Stories

1.
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • ტექნოლოგია

5 ნაბიჯი CHATGPT-ის ეფექტურად გამოსაყენებლად

admin აპრილი 11, 2023
43xbqzx68c8fdw9
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება

როგორია მოქალაქეობის აღების წესები და პროცედურები ევროპის ქვეყნებში?

admin აპრილი 4, 2023
0x0
  • მსოფლიო
  • ტექნოლოგია

როგორია Google-ის ახალი ჩატბოტი Bard და რით განსხვავდება ChatGPT-ისგან?

admin მარტი 27, 2023
| MoreNews by AF themes.
%d