Skip to content
Statia.ge

Statia.ge

cropped-0-Things-to-do-in-tbilisi-georgia-main-attractions-1.jpg
Primary Menu
  • კაბინეტი
  • Home
  • “ამაზონს“ შევთავაზეთ, საქართველოში თავიანთი ვებსერვისების რეგიონული მონაცემთა ცენტრის მოწყობის შესაძლებლობა განიხილოს – დავითაშვილი
  • ბიზნესი
  • ტექნოლოგია

“ამაზონს“ შევთავაზეთ, საქართველოში თავიანთი ვებსერვისების რეგიონული მონაცემთა ცენტრის მოწყობის შესაძლებლობა განიხილოს – დავითაშვილი

admin იანვარი 22, 2023 1 minute read

Share this:

  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
  • Click to share on X (Opens in new window) X
63c827f126203

„მსოფლიოს უმსხვილეს ონლაინ-სავაჭრო პლატფორმა „ამაზონს“ შევთავაზეთ, რომ განიხილონ შესაძლებლობა საქართველოში „ამაზონის“ ვებსერვისების (AWS) რეგიონული მონაცემთა ცენტრის მოწყობისთვის“ – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კომპანია „ამაზონის“ ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ლევან დავითაშვილმა და მაიკლ ფუნკემ ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები დავოსში განიხილეს, სადაც საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე იმყოფება.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, იმ მნიშვნელოვან საკითხებს შორის, რაზეც „ამაზონის“ ვიცე-პრეზიდენტთან ისაუბრა, არის საქართველოში ციფრული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებული მდგომარეობა, ციფრული ტრანსფორმაციის, ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარება, სამინისტროს პრიორიტეტები და საქართველოში ციფრული მიმართულებით არსებული საკანონმდებლო გარემო, რომელიც ევროკავშირის რეგულაციებთან მაქსიმალურად არის დაახლოებული და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გრძელდებ.

„ჩვენი შეთავაზებაა, რომ „ამაზონმა“ საქართველო განიხილოს როგორც მონაცემთა გაცვლის ერთ-ერთი ჰაბი და შეისწავლოს საქართველოში დატა-ცენტრის შექმნის შესაძლებლობა. ასევე ვისაუბრეთ თანამშრომლობის სხვა მიმართულებებზე, მათ შორის ციფრულ ტრანსფორმაციაში „ამაზონის“ დახმარებაზე საქართველოს ხელისუფლების მიმართ, კადრების მომზადებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე“ – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე განცხადებით, საქართველოში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) კომპანიებისთვის არსებობს მიმზიდველი ბიზნესგარემო, საგადასახადო სისტემა, ხელსაყრელი სავაჭრო რეჟიმები, თავისუფალი ინდუსტრიული ზონები და იაფი ელექტროენერგია, რაც კარგად განვითარებულ საერთაშორისო ფართოზოლოვან და შიდა ინტერნეტკავშირებთან ერთად მნიშვნელოვანია და საქართველოს მიმზიდველ ადგილად აქცევს ტექნოლოგიური გიგანტების მონაცემთა გაცვლის ცენტრების შესაქმნელად.

About The Author

admin

See author's posts

Like this:

Like Loading...

Post navigation

Previous: ChatGPT და ხელოვნური ინტელექტი – BTU ახალი პროექტების სერიას აანონსებს
Next: აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა რუსი ჰაკერების წინააღმდეგ სანქციები დააწესეს

Related Stories

1.
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • ტექნოლოგია

5 ნაბიჯი CHATGPT-ის ეფექტურად გამოსაყენებლად

admin აპრილი 11, 2023
0x0
  • მსოფლიო
  • ტექნოლოგია

როგორია Google-ის ახალი ჩატბოტი Bard და რით განსხვავდება ChatGPT-ისგან?

admin მარტი 27, 2023
63e1fe210cceb
  • მსოფლიო
  • ტექნოლოგია

Google-მა ChatGPT-ის კონკურენტი ხელოვნური ინტელექტი Bard-ი წარმოადგინა

admin თებერვალი 10, 2023
| MoreNews by AF themes.
%d