Skip to content
Statia.ge

Statia.ge

cropped-0-Things-to-do-in-tbilisi-georgia-main-attractions-1.jpg
Primary Menu
  • კაბინეტი
  • Home
  • რუსებმა დაბომბეს, ბრიტანელებმა არ შეიმჩნიეს…
  • საზოგადოება

რუსებმა დაბომბეს, ბრიტანელებმა არ შეიმჩნიეს…

admin ივლისი 7, 2021 1 minute read

Share this:

  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
  • Click to share on X (Opens in new window) X
samxedro2

BALTIC SEA (April 12, 2016) A Russian Sukhoi Su-24 attack aircraft makes a very low altitude pass by USS Donald Cook (DDG 75) April 12, 2016. Donald Cook, an Arleigh Burke-class guided-missile destroyer forward deployed to Rota, Spain, is conducting a routine patrol in the U.S. 6th Fleet area of operations in support of U.S. national security interests in Europe. (U.S. Navy photo/Released) 160412-N-ZZ999-008.Join the conversation:.http://www.navy.mil/viewGallery.asp.http://www.facebook.com/USNavy.http://www.twitter.com/USNavy.http://navylive.dodlive.mil.http://pinterest.com.https://plus.google.com

“შავ ზღვაში ნატო-რუსეთის დაპირისპირების ესკალაცია კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება – ბრიტანული სამხედრო ხომალდის წინ რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავმა ოთხი ბომბი ჩამოაგდო…”

23 ივნისს შავ ზღვაში მოხდა ძალზე სახიფათო ინციდენტი, რომელმაც ყველას თვალნათლივ დაანახა, რომ ნატოსა და რუსეთს შორის მეორე “ცივი ომი” უკვე დაწყებულია და ურთიერთდაპირისპირების არეალად შავი ზღვის აკვატორია იქცევა.

პირველი “ცივი ომის” დროს შავ ზღვაში ანალოგიური ინციდენტი მოხდა – 1988 წლის 12 თებერვალს სევასტოპოლის რაიონში ორი საბჭოთა სადარაჯო ხომალდი ბორტებით განზრახ დაეჯახა ამერიკულ სარაკეტო კრეისერსა და საესკადრო ნაღმოსანს, რათა ისინი იქიდან გაეძევებინა, მაგრამ მაშინ საბჭოთა კავშირი უკვე სულს ღაფავდა, “ცივი ომიც” მთავრდებოდა და ამ საზღვაო შემთხვევას დიდი გართულება არ მოჰყოლია.

თანამედროვე საზღვაო ინციდენტიც ყირიმის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთით, ფიოლენტის კონცხის სიახლოვეს მოხდა, როდესაც ბრიტანულ საესკადრო ნაღმოსანს რუსულმა საპატრულო

ხომალდმა გამაფრთხილებელი საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა, ხოლო ოკუპირებული ყირიმის ერთ-ერთი აეროდრომიდან აფრენილმა რუსულმა საფრონტო ბომბდამშენმა ბრიტანული ხომალდის წინ ოთხი 250 კგ-იანი ბომბი ჩამოაგდო… რუსმა სამხედროებმა ჩათვალეს, რომ ბრიტანულმა საესკადრო ნაღმოსანმა რუსეთის ტერიტორიული წყლები 3 კმ-ით დაარღვია, რის გამოც მისი ეკიპაჟი ასე “გააფრთხილეს”, თავად ბრიტანელები კი აცხადებენ, რომ მათ საზღვარი არ დაურღვევიათ, რადგან ისინი უკრაინის ტერიტორიულ წყლებში მიცურავდნენ.

საერთაშორისო საზღვაო კანონების მიხედვით, რა თქმა უნდა, ბრიტანელები მართალი არიან, რადგან მათმა ხომალდმა ოდესის პორტში მეგობრული ვიზიტის შემდეგ ყირიმის სანაპიროს სიახლოვეს გაცურა, მაგრამ რეალობა ხომ სულ სხვაა – ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაცია-ანექსიის შემდეგ რუსეთი მის მიმდებარე შავი ზღვის ნაწილს თავის ტერიტორიულ წყლებად მიიჩნევს და ყველას უკრძალავს უნებართვოდ იქ შეცურვას.

მართალია, ამჯერად ამ საზღვაო ინციდენტმა, საბედნიეროდ, უმსხვერპლოდ ჩაიარა, მაგრამ რუსეთმა დაგვანახა მზადყოფნა, რომ ის არც დამიზნებით სროლასა თუ ნატოს ხომალდის ჩაძირვას მოერიდება.

 

რა გამოდის, მესამე მსოფლიო ომი მაინცდამაინც შავი ზღვიდან უნდა დაიწყოს? რა თქმა უნდა, არა. თვითმკვლელი არც რუსეთია და არც – დასავლეთი, რომ მსოფლიო შეგნებულად მიიყვანოს ბირთვულ ომამდე, მაგრამ ახალი “ცივი ომის” პირობებში, როგორც ჩანს, ასეთი სახიფათო ინციდენტების რაოდენობა ბევრგან გაიზრდება, მათ შორის – შავი ზღვის აკვატორიაშიც.

კრემლში დღეს თვლიან, რომ შავი ზღვა რუსეთის “შიდა” ზღვაა და “გადამთიელებს” ნებას არ მისცემენ, იქ ინავარდონ. “რუსულმა ფრეგატებმა მექსიკის ყურეში რომ საზღვაო სწავლება გამართონ, როგორი იქნება ამერიკელების რეაქცია?” – კითხულობენ რუსი პოლიტიკოსები.

ბუნებრივია, არც ამერიკელები აღფრთოვანდებოდნენ მექსიკის ყურეში, სადღაც ტამპასთან, რუსული სამხედრო ხომალდების სილუეტების დალანდვით, მაგრამ შავ ზღვაში სანაპირო ხომ მარტო რუსეთს არა აქვს? აქ კიდევ ხუთი ქვეყანის ტერიტორიული წყლებია. მათ შორის სამი – თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი ნატოს წევრი ქვეყნებია, უკრაინა და საქართველო კი ამ ალიანსში გასაწევრებლად ემზადებიან და რატომ არ უნდა იცურონ ნატოს ხომალდებმა შავ ზღვაში?

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი 2030 წლისთვის სერიოზულ გარდაქმნასა და გაძლიერებას აპირებს, მათ შორის – შავ ზღვაშიც, შესაბამისად, ალბათ, გამძაფრდება რუსეთ-ნატოს დაპირისპირებაც, რაც, თავის მხრივ, შესაძლო საზღვაო ინციდენტების რაოდენობას გაზრდის.

რა არის ბრიტანული საესკადრო ნაღმოსანი და რით შეეძლო მას ეპასუხა რუსული ხომალდისა და ბომბდამშენებისთვის

ბრიტანული საესკადრო ნაღმოსანი “დეფენდერი” სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტმა ექსპლუატაციაში 2013 წელს მიიღო. მისი სრული წყალწყვა 8 500 ტონამდეა, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 30 კვანძს (55,5 კმ/სთ) უტოლდება. ეკიპაჟში 200-მდე ადამიანია. საარტილერიო და საზენიტო ავტომატური ქვემეხების გარდა, “დეფენდერი” შეიარაღებულია “ჰარპუნის” ტიპის რვა ერთეული ხომალდსაწინააღმდეგო და 48 ცალი “ასტერის” ტიპის საზენიტო რაკეტით.

ამ მართვადი სარაკეტო შეიარაღებით ბრიტანულ “დეფენდერს” უდიდესი საბრძოლო უპირატესობა ჰქონდა მას ადევნებულ რუსულ სასაზღვრო-საპატრულო ხომალდ “რასულ გამზატოვთან” შედარებით, საიდანაც ბრიტანელ მეზღვაურებს 30 მმ-იანი ჭურვებით გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნეს. “დეფენდერიდან” გაშვებულ “ჰარპუნის” ფრთოსან რაკეტას 150 კმ-იდან შეეძლო ჩაეძირა ადევნებული რუსი “მესაზღვრე”.

რაც შეეხება რუსულ საფრონტო ბომბდამშენს, რომელმაც ბრიტანულ ხომალდს ცხვირწინ ოთხი ბომბი ჩამოუგდო, “დეფენდერს” მისი განადგურება “ასტერ-30” ტიპის საზენიტო რაკეტით 120 კმ-ის რადიუსშიც კი არ გაუჭირდებოდა.

წყარო: კვირისპალიტრა

About The Author

admin

See author's posts

Like this:

Like Loading...

Post navigation

Previous: ვაქცინირებაზე მოთხოვნა არნახულად იზრდება – სად მოეწყობა მასობრივი ვაქცინაციისთვის ოთხი დიდი პუნქტი
Next: ნორვეგიაში, სოციალურ ქსელებში ფილტრით დამუშავებული ფოტოების გამოქვეყნება კანონით აიკრძალა

Related Stories

1.
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • ტექნოლოგია

5 ნაბიჯი CHATGPT-ის ეფექტურად გამოსაყენებლად

admin აპრილი 11, 2023
43xbqzx68c8fdw9
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება

როგორია მოქალაქეობის აღების წესები და პროცედურები ევროპის ქვეყნებში?

admin აპრილი 4, 2023
329684684_712328683719301_2712594691142745164_n
  • საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიას შეუერთდა

admin თებერვალი 10, 2023
| MoreNews by AF themes.
%d