საზოგადოება

ვგმობთ ვახო სანაიას მიმართ მომხდარ ძალადობას – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტ ვახო სნაიაზე მომხდარ თავდასხმას ეხმუარება და წერს, რომ დროული და ეფექტური რეაგირება უნდა მოხდეს.

„ვგმობთ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მომხდარ ძალადობას. ამ ინციდენტზე დროული და ეფექტური რეაგირება მკაფიო გზავნილი უნდა იყოს მათთვის, ვინც გამოსავალს ძალადობაში ხედავს”, – წერს არჩილ თალაკვაძე. “

შეგახსენებთ, რომ ვახო სანაიას და მის ოჯახის წევრებს თბილისში ღამით თავს დაესხნენ. ჟურნალისტი უკვე იმყოფებოდა ექსპერტიზაზე რის შემდეგაც მომხდარის დეტალები გაიხსენა, მისი თქმით, ერთი პირი მუშტებით თავდასხმას ცდილობდა და შეურაცხყოფას აყენებდა, ორმა კი წაქცეულზე მიეპარა და მუშტები და წიხლები ურტყა. აღსანიშნავია ისიც, რომ სანაია ამ დროს მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინსიტრომ 3 პირი დააკვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.