პოლიტიკა საზოგადოება

ახლა როგორ ავუხნა რომ აღარ ვურეკავ – რას დარდობს „მივლინებაში“ მყოფი ნიკა მელია

“ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” თავ­მჯდო­მა­რე, ნიკა მე­ლია ამ­ბობს, რომ ყვე­ლა­ზე მე­ტად შვი­ლი აკ­ლია.

ამის შე­სა­ხებ მან “მთა­ვა­რი არ­ხის” გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორ­თან მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

“სან­დრო მაკ­ლია. რა თქმა უნდა, სან­დრო. ჩე­მებს უთ­ქვი­ათ, რომ მივ­ლი­ნე­ბა­ში ვარ და რა იცის სან­დრომ, მივ­ლი­ნე­ბა რა არის? ბოლო დღე­ე­ბი, პარ­ტი­ა­ში რომ ვი­ყა­ვი, დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე ვუ­რე­კავ­დი, ახლა რო­გორ აუხ­სნი­ან, რა­ტომ არ ვრე­კავ, არ ვიცი, მაგ­რამ რამე უნდა მო­ი­ფიქ­რონ. რამე, მივ­ლი­ნე­ბა­ზე უფრო გა­სა­გე­ბი.

ერთი, რაც მამ­შვი­დებს, ისაა, რომ, რომ გა­იზ­რდე­ბა, იუ­თუბ­ში ან გუ­გლ­ში რომ შევა, ნა­ხავს ჩემს ამ­ბებს და იმე­დი მაქვს ია­მა­ყებს, ჩე­მი­თაც და ჩემი მე­გობ­რე­ბი­თაც. ყვე­ლა ჩვენ­თა­გა­ნით, ვინც თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ვიბ­რძო­დით და მო­ვუ­ტა­ნეთ მას თა­ვი­სუფ­ლე­ბა. და რომ მო­ვუ­ტანთ, ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბა”, – თქვა ნიკა მე­ლი­ამ.

“გული მწყდება, მთელი საქართველო, მსოფლიო ლაპარაკობდა და ვაშაძეს ხმა არ ამოუღია” – მელია

მისი თქმით, ცი­ხი­დან თვალს ადევ­ნებს მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს და ბედ­ნი­ე­რია, რომ ხალ­ხი არ ნებ­დე­ბა.

“კი, ვუ­ყუ­რე და ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლე, რომ იქ არ ვი­ყა­ვი. თან ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, რომ ხალ­ხი არ ნებ­დე­ბა და პი­რი­ქით, სულ უფრო და უფრო გრძნობს გა­მარ­ჯვე­ბის გე­მოს. ჩემი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით პლა­კატს რომ შევ­ხე­დე, გან­ცდის გა­ო­რე­ბა მქონ­და: თან უხერ­ხუ­ლო­ბის­გან მე­ცი­ნე­ბო­და, თან ძა­ლი­ან ამაღ­ლე­ბუ­ლი გრძნო­ბა მქონ­და, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და” – აღ­ნიშ­ნა მე­ლი­ამ.

რო­გორც “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” თავ­მჯდო­მა­რემ გან­მარ­ტა 2 დღის წინ აუ­წყეს ტე­ლე­ვი­ზო­რი და და პირ­ვე­ლი რაც ჩა­ირ­თო, იმ პრო­კუ­რო­რის ბრი­ფინ­გი იყო.

“მაგ­რამ მთა­ვა­რი, რა­ზეც გავ­გიჟ­დი სი­ხა­რუ­ლით, ისა­აა, რომ “მთა­ვა­რი არხი” მაქვს და მთე­ლი დღე­ე­ბი ვუ­ყუ­რებ. მე­გო­ნა და გა­გო­ნი­ლი მქონ­და, რომ ცი­ხე­ებ­ში არ აჩ­ვე­ნებ­დნენ, და თვა­ლი რო მოვ­კა­რი, კი­ნა­ღამ შევ­ხტი სი­ხა­რუ­ლით. მთა­ვა­რის გა­რე­შე ნამ­დვი­ლად არ იქ­ნე­ბო­და ად­ვი­ლი. ახლა მუდ­მი­ვად ჩარ­თუ­ლია და, უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ თი­თო­ე­ულ სი­ტყვას, ლა­მის სა­რეკ­ლა­მო ჭრებს ვუს­მენ. ეტყო­ბა, ასე ხდე­ბა ცი­ხე­ში, როცა ტე­ლე­ვი­ზო­რი ერ­თა­დერ­თი და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლია გა­რე­სამ­ყა­როს­თან” – გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

Leave a Reply

%d bloggers like this: