Skip to content
Statia.ge

Statia.ge

cropped-0-Things-to-do-in-tbilisi-georgia-main-attractions-1.jpg
Primary Menu
  • კაბინეტი
  • Home
  • 74 გარდაცვლილი ერთ დღეში – რამდენ ხანს გაუძლებს სისტემა ასეთ დატვირთვას
  • საზოგადოება

74 გარდაცვლილი ერთ დღეში – რამდენ ხანს გაუძლებს სისტემა ასეთ დატვირთვას

admin აგვისტო 21, 2021 1 minute read

Share this:

  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
  • Click to share on X (Opens in new window) X
a1629536544

კორონავირუსით გამოწვეული ლეტალური შემთხვევების რაოდენობა დღითიდღე კრიტიკულად იზრდება. 21 აგვისტოს მონაცემებით, 24 საათში ვირუსს 74 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ჯანდაცვის სისტემა ვეღარ უძლებს დატვირთვას და უკვე გაჩნდა სერიოზული ხარვეზები მძიმე პაციენტების მართვაში? ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ამ ახალ ანტირეკორდს ინფიცირებულთა რაოდენობის მატებას უკავშირებს, რამაც შესაბამისად მძიმე პაციენტების რაოდენობის ზრდაც გამოიწვია.

გოგინავა აცხადებს, რომ ეს სისტემის კოლაფსის დასაწყის არ ნიშნავს. თუმცა, მისი თქმით, თუ ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობამ არ დაიკლო, მალე დადგება მომენტი, როდესაც ყველა ინფიცირებულისთვის და მათ შორის მძიმე პაციენტებისათვისაც, კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევა ვეღარ მოხერხდება.

„გარდაცვალების მაჩვენებლის ზრდა განპირობებულია იმით, რომ ბოლო ერთი კვირაა დღის განმავლობაში გვქონდა 5 ათასი ახალი შემთხვევა. როდესაც ასეთი ეპიდსიტუაციაა და ადამიანების ამ რაოდენობას უდასტურდება კორონავირუსის ინფექცია, შესაბამისად მძიმე პაციენტების წილიც იზრდება და ამიტმ, სამწუხაროდ, გაიზარდა გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობაც.

„ეს იმას არ ნიშნავს, რომ კლინიკური სექტორი კოლაფსს განიცდის. თუმცა, თეორიულად, ასეთი დინამიკით თუ წავალთ, შესაძლოა ეს პრობლემა დადგეს და უკვე ვეღარ მოხერხდეს კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა პაციენტებზე, განსაკუთრებით მძიმე პაციენტებზე. მაგრამ ახლანდელი მონაცემით მე არ მგონია აქედან იყოს განპირობებული ადამიანთა გარდაცვალების მაღალი შემთხვევები,” – ამბობს ალექსანდრე გოგინავა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 723 ადამიანის სიცოხლე ემსხვერპლა, ბოლო 24 საათში კი 4 901 ინფიცირების ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

About The Author

admin

See author's posts

Like this:

Like Loading...

Post navigation

Previous: ჯეფ ბეზოსის კომპანიის სარჩელის გამო, NASA-მ ილონ მასკის SPACEX-თან კონტრაქტი შეაჩერა
Next: მეცნიერებმა 6G გადაცემის ახალი რეკორდი დაამყარეს — 5G-ის კონკურენტი გამოუჩნდა

Related Stories

1.
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • ტექნოლოგია

5 ნაბიჯი CHATGPT-ის ეფექტურად გამოსაყენებლად

admin აპრილი 11, 2023
43xbqzx68c8fdw9
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება

როგორია მოქალაქეობის აღების წესები და პროცედურები ევროპის ქვეყნებში?

admin აპრილი 4, 2023
329684684_712328683719301_2712594691142745164_n
  • საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიას შეუერთდა

admin თებერვალი 10, 2023
| MoreNews by AF themes.
%d