Skip to content
Statia.ge

Statia.ge

cropped-0-Things-to-do-in-tbilisi-georgia-main-attractions-1.jpg
Primary Menu
  • კაბინეტი
  • Home
  • მეცნიერებმა 6G გადაცემის ახალი რეკორდი დაამყარეს — 5G-ის კონკურენტი გამოუჩნდა
  • მსოფლიო
  • ტექნოლოგია

მეცნიერებმა 6G გადაცემის ახალი რეკორდი დაამყარეს — 5G-ის კონკურენტი გამოუჩნდა

admin აგვისტო 24, 2021

Share this:

  • Facebook
  • X
lg-6-g-record-1_resize_md_6124beb4bf61e

2020 წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ ჩინეთმა ორბიტაზე “მსოფლიოს პირველი 6G სატელიტი” გაუშვა, რათა ტექნოლოგია გამოეცადა.

მიუხედავად ამისა, 6G-ის გაშლა პრაქტიკაში მაინც არ გვინახავს, სანამ ივნისში Samsung-მა ლაბორატორიებში წარმატებით არ შეასრულა 2017 წელს შექმნილი 140გჰც გადამცემისა და მიმღების სხვა 6G ტესტი. ახლახანს მას LG Electronics-იც წამოეწია: მათ 6G ფრაუნჰოფერის სატელეკომუნიკაციო ინსტიტუტის შენობიდან ბერლინის ტექნოლოგიურ ინსტიტუტამდე გაშალეს, 100 მეტრის დისტანციაზე.

“ტესტის წარმატება აჩვენებს, რომ მოახლოებულ 6G ერაში ტერაერცის რადიოკავშირის სპექტრის გამოყენებასთან ძალიან ახლოს ვართ”, — განაცხადა დოქტორმა ი.პ. პარკმა, LG Electronics-ის პრეზიდენტმა და მთავარმა ტექნოლოგიურმა ოფიცერმა — “წარმატებული პარტნიორობა ადგილობრივ და გლობალურ კვლევით ინსტიტუტებთან, რომელიც 6G-ის უნარების სრულყოფისათვის გამოვიყენეთ, ნამდვილად შედეგიანი აღმოჩნდა”.

LG Electronics-ი ევროპულ კვლევით ლაბორატორია ფრაუნჰოფერის საზოგადოებასთან თანამშრომლობს 6G გადაცემათა საწარმოებლად. ორგანიზაციებს არ დაუკონკრეტებიათ, რამდენი მონაცემი გადაიცა მათი ბოლო მცდელობისას, თუმცა ჩვენთვის ცნობილია, რომ 6G ძალიან სწრაფი იქნება, ვინაიდან 6G სიგნალები ტერაჰერცის სპექტრს ეკუთვნის.

ტერაჰერცის სიხშირეებთან დაკავშირებით ერთადერთი პრობლემაა: ამჟამად მათ საკმაოდ შეზღუდული ფარგლები აქვს და ანტენებში გავლისას უამრავი ენერგია იკარგება. ერთი გამოსავალი ისაა, რომ ქვეყანაში მეტი ფიჭისებრი ანძა აღიმართოს, თუმცა უფრო მოსახერხებელი და ეფექტური იქნებოდა, რომ 6G გადაცემათა დისტანციის გასაზრდელად გვეპოვა რაიმე გზა, რაც ყოველგვარი ინფრასტრუქტურული ხარჯების გარეშე, მეტად იაფიც დაჯდებოდა.

LG Electronics-მა ახალი გამძლიერებელი და ადაპტირებული სხივწარმომქმნელი ტექნოლოგია ჩაიფიქრა, რომელიც შესაძლოა 6G-ის პრაქტიკულ განხორციელებაში დაგვეხმაროს. 13 აგვისტოს ორ შენობას შორის 6G სიგნალის გადასაცემად სწორედ ახალი გამძლიერებელი გამოიყენეს.

შესაძლოა იფიქროთ, რომ მოვლენა დიდი არაფერია და 6G-მდე ათწლეული მაინც გვაშორებს, თუმცა იმისათვის, რომ უაღრესად სწრაფი გადაცემა და მიღება დაინერგოს, ეს ძალიან კარგი დასაწყისია.

About The Author

admin

See author's posts

Like this:

Like Loading...

Continue Reading

Previous: 74 გარდაცვლილი ერთ დღეში – რამდენ ხანს გაუძლებს სისტემა ასეთ დატვირთვას
Next: რა პერსპექტივა აქვს ვაშაძეებისა და „რესპუბლიკელების“ გაერთიანებას – „ეს რომ არა, მათ პენსიაზე გასვლა, ან „ნაცმოძრაობის“ უმცროს პარტნიორებად დარჩენა მოუწევდათ“

Related Stories

1.
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • ტექნოლოგია

5 ნაბიჯი CHATGPT-ის ეფექტურად გამოსაყენებლად

admin აპრილი 11, 2023
43xbqzx68c8fdw9
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება

როგორია მოქალაქეობის აღების წესები და პროცედურები ევროპის ქვეყნებში?

admin აპრილი 4, 2023
0x0
  • მსოფლიო
  • ტექნოლოგია

როგორია Google-ის ახალი ჩატბოტი Bard და რით განსხვავდება ChatGPT-ისგან?

admin მარტი 27, 2023
| MoreNews by AF themes.
%d